ტურინის "იუვენტუსს" მარიო მანჯუკიჩი გამოაკლდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში "სევილიას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ტრავმის გამო ტურინის "იუვენტუსს" მარიო მანჯუკიჩი დააკლდება.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

კონკრეტულად რა სახის ტრავმა აქვს ხორვატ ფეხბურთელს და რამდენი ხნით დააკლდება ის გუნდს, ჯერჯერობით უცნობია.

ტურინელები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" ორი ქულით უსწრებენ, "სევილიამ" კი პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა და მხოლოდ მესამე ადგილზე მოსახვედრად იბრძოლებს, რომელიც ევროპის ლიგის საგზურს მოუტანს.

ტურინის "იუვენტუსსა" და "სევილიას" მატჩი დღეს, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული