იუვენტუსი VS ბაიერნი - 0:0 კარგია, მაგრამ სად არის...

AutoSharing Option
შემოდგომით ეს წყვილი ღიმილს მოგვგვრიდა, მაგრამ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. "იუვენტუსი" კრიზისიდან ბრწყინვალე სტილში გამოვიდა, ხოლო თუ ამ დუელში ვერ ივარგა, ხოსეპ გვარდიოლასთვის მიუნხენური კარიერა სეზონის ბოლოს კი არა, ახლავე დასრულდება.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "შარშან, როცა ვთქვი, 0:0 კარგი შედეგი იქნებოდა, მილიონობით შეურაცხყოფა მივიღე, არადა, 0:0 შინ მართლა კარგი შედეგია. გასვლითი გოლი ორმაგად ფასობს. 0:0 კარგი შედეგი კი იქნება, მაგრამ არა მგონია, რომ 0:0 დასრულდეს. გოლებს ველი, ბევრ გოლს... "ბაიერნს" თავისი თამაშის სტილი აქვს და, ალბათ, მას არ შეცვლის.

წარმატებისთვის საჭიროა,
რომ ყველა რგოლმა "ბაიერნის" დონეზე ითამაშოს, ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც. მერვედფინალია თუ ნახევარფინალი, ვერ გაიგებ".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მერვედფინალური ეტაპი ყოველთვის ძალიან რთულია. "იუვენტუსმა" სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ ახლა შესაშურ ფორმაშია. შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ და ერთი-ორი გოლიც გავიტანოთ. დაცვაში პრობლემები გვაქვს, ზოგიერთი ფეხბურთელი ან ახლახან გამოჯანმრთელდა, ან ახალწვეულია, ზოგიც ისევ ტრავმირებულია.

ვფიქრობ, "იუვე" პრესინგს ჩვენივე ნახევარზე მიმართავს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. სამწუხაროა, რომ ნომინალური ცენტრალური მცველი ახლა არ მყავს. მათ მაღალი ბიჭები ჰყავთ, მე კიდევ 176 სმ სიმაღლის კიმიხი უნდა ვათამაშო დაცვის ცენტრში".

გასულ უქმეებზე
"იუვე" სტუმრად "ბოლონიას" დაუზავდა - 0:0 და ამით 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ "იუვეს" 9 მატჩია, გოლი არ გაუშვია.

"ბაიერნმა" "დარმშტადტს" 3:1 მოუგო. თომას მიულერმა დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით საოცარი მისი ერთ-ერთი გოლი იყო, ერთი გოლიც რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. "ბაიერნმა" ტაიმი წააგო, მაგრამ მეორეში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ურთიერთშეხვედრები
2012/13 წლების ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" შინ და სტუმრად ერთნაირი ანგარიშით, 2:0 დაამარცხა "იუვენტუსი". ისე, რომ კითხვები არც გაჩენილა. მაშინ "ბაიერნი" გახდა პირველი უცხოური კლუბი, რომელმაც ახალ "იუვენტუს არენაზე" მოიგო. მიუნხენში დავიდ ალაბამ და თომას მიულერმა გაიტანეს, ტურინში კი თავი მარიო მანჯუკიჩმა და კლაუდიო პისარომ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩი ახლა "იუვეს" წევრია და "ბაიერნის" ცენტრალური მცველებისთვის მთავარი თავსატეხი იქნება.

2009 წლის დეკემბერში "ბაიერნმა" ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა "იუვე" - 4:1. ერთი გოლი მეკარე ჰანს-იორგ ბუტმა გაიტანა პენალტით. ამ მოგებით ბავარიული კლუბი მერვედფინალში გავიდა, "იუვე" კი - ვერა.

"ბიანკონერიმ" ბოლოს გერმანულ გრანდს 2005 წლის ნოემბერში მოუგო, როცა დავიდ ტრეზეგემ დუბლი შეასრულა - 2:1.

სამშაბათი. 23 თებერვალი
იუვენტუსი-ბაიერნი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასერესი, ასამოა, ალექს სანდრო, კიელინი - ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა - კუადრადო, მარკიზიო, ხედირა, პოგბა - მანჯუკიჩი, დიბალა
ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო, ტ. ალკანტარა - რობენი, დ. კოშტა - მიულერი,ლევანდოვსკი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სერიოზული ჯახი იქნება. ორივე ძლიერი გუნდია, თუმცა იმას არ ვეთანხმები რომ ბაიერნი უპირობო ლიდერია.
forza juveeee!!
georgian
20:06 23-02-2016
0
Rac fexburtis yureba daviwye barsas gulshematkivari var , bavaria didi gundia, iuves ar vaknineb mara es yvelaferi mainc gadacharbebuli mgonia , iuve sharshan imito moxvda finalshi ro reals agar qonda ufleba etamasha , realma ubralod tavi gamoigdo wels barsa iqneba mase .
Kaxampower
17:25 23-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული