* "მანჩესტერ სიტი" ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
* კიევის "დინამომ" ინგლისში მოუგებელი სერია 14 მატჩამდე გააგრძელა.
* "მანჩესტერ სიტიმ" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა კიევის "დინამო".
"მანჩესტერ სიტი" ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ინგლისელები კიევის "დინამოს" ბარიერს რომ გადაახტებოდნენ ეჭვი ალბათ ცოტას თუ ეპარებოდა, მით უმეტეს პირველი მატჩის მერე, რომელიც მანჩესტერელებმა 3:1 მოიგეს.
თუმცა, აქ უკვე პრესტიჟის საკითხი იყო, "ქალაქელებმა" ბოლო რამდენიმე მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარეს და გაბრაზებული ფანები კარგი თამაშით უნდა დაემშვიდებინათ, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ უკმაყოფილების ტალღა, ალბათ, ახლა უფრო აგორდება. მანუელ პელეგრინის ბიჭები ზანტად გადაადგილდებოდნენ მინდორზე და მორიგი უფერული მატჩი ჩაატარეს.
პირველ ტაიმზე თამაშის მხრივ სათქმელი საერთოდ არაფერია. ერთი იმას თუ აღვნიშნავთ, რომ "სიტის" ტრავმების ეპიდემია არ ეშვება და 24-ე წუთისთვის მწვრთნელს უკვე ორივე ძირითადში დაყენებული ცენტრალური მცველი შეცვლილი ჰყავდა - ვენსან კომპანი და ნიკოლას ოტამენდი. შემდგომი ფრთხილი თამაში ცოტათი შეიძლება, ამანაც გამოიწვია, მაგრამ მაინც, ეს გამართლება არ არის.
მეორე ტაიმში ხესუს ნავასმა ძელს გაარტყა ბრუთი, ხოლო იაია ტურემ კარგი შანსი გაანიავა. თავისი მომენტები ჰქონდათ კიეველებსაც, რომლებიც პრესტიჟული მოგების მოპოვებას ცდილობდნენ.
საბოლოოდ, გოლი არ გასულა, მაგრამ "სიტი" შემდეგ ეტაზეა და, დიდი ალბათობით, მეოთხედფინალში ინგლისის პრემიერლიგის ეული წარმომადგენელი იქნება.
ახლა მანჩესტერელებს ისღა დარჩენიათ იოცნებონ, რომ წილისყრაში კიდევ ერთხელ გაუმართლოთ, რადგან ამ თამაშით შორს წასვლა გაუჭირდებათ, პელეგრინის ბიჭები სასწრაფოდ უნდა გამოფხიზლდნენ.
უეფას ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტურე დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
სიტი-დინამო კ. 0:0 (3:1)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი (7. მანგალა), ოტამენდი (24. დემიკელისი), კლიში - ფერნანდო, ფენანდინიო - ნავასი, იაია ტურე, სილვა (79. სტერლინგი) - აგუერო
დინამო კ. (4-1-4-1): შოვკოვსკი - ვიდა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ანტუნეში - ველოზო - იარმოლენკო, გარმაში (64. სიდორჩუკი), ბუიალსკი, გუსევი (62. იაკოვენკო) - ტეოდორჩუკი (46. გონსალესი)
გაფრთხილება: ოტამენდი - ანტუნეში, გარმაში
კუთხური: 2-1 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 7(1)-6(4) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 43 630
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
02:22 16-03-2016
სიტი-დინამო 0:0 - პელეგრინიმ "სიტის" ისტორია დაწერა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული