ბარსელონა VS ატლეტიკო - კლასიკო დავიწყებულია

AutoSharing Option
* მეოთხედფინალში მეტოქეები ლა ლიგაში, შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებზე არიან და მათ შორის სხვაობა 6 ქულაა.

* "ბარსელონამ" შაბათს 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

* ორივე გუნდი საგარეო ფორმით ითამაშებს.

* ლიონელ მესიმ "ატლეტიკოსთან" 28 თამაშში 25 გოლი გაიტანა. არგენტინელმა სამჯერ შეასრულა ჰეთ თრიკი.

შაბათს "ბარსას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია უხეშად შეაჩერეს და თან ეს მისმა მთავარმა მტერმა "რეალმა" გააკეთა. დღეს კატალონიურ გრანდს კიდევ ერთი უსიამოვნო სტუმარი ელის მადრიდიდან.

ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები უამრავჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, ყველა შეჯიბრებაში "ბარსამ"
და "ატლეტიკომ" 196-ჯერ ითამაშეს. "ბარსელონამ" 88-ჯერ მოიგო, "ატლეტიკომ" - 61-ჯერ.

ევროთასებზე ეს გუნდები მხოლოდ ორ მატჩში დაუპირისპირდნენ - 2014 წლის გაზაფხულზე ზუსტად ამ ეტაპზე მოხდა. პირველი მატჩი მაშინაც "კამპ ნოუზე" გაიმართა და დიეგოს გოლს ნეიმარმა უპასუხა - 1:1. საპასუხო მატჩი "ატლეტიკომ" კოკეს ერთადერთი გოლით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

პრესკონფერენცია
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ატლეტიკოს" ხშირად ვხვდებით, მაგრამ ამ გუნდის თამაშის გაანალიზება ყოველ ჯერზეა საჭირო, რადგან მას შეუძლია სტილის შეცვლა. "ატლეტიკო" ტოპ-კლუბია, მტკიცედ განსაზღვრული საფეხბურთო ფილოსოფიით. "ატლეტიკო" პრესინგს თამაშობს და კონტრიერიშებზეა სახიფათო.

"რეალთან" თამაში 65 წუთის განმავლობაში კარგი იყო, შემდეგ კი შეცდომები დავუშვით. ახლა კლასიკო უკვე დავიწყებულია. ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ, რომ უშეცდომონი ვიყოთ. იმედი მაქვს, ეს მარცხი მოტივაციას შეგვმატებს "ატლეტიკოსთან" თამაშში. მეტოქეს წინ ორი საოცარი ფეხბურთელი ჰყავს, გრიზმანი და ტორესი. მათ უნდა ვუფრთხოდეთ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ორივე გუნდმა კარგად იცის ერთმანეთის ავ-კარგი. არა მგონია, რომელიმემ მეტოქეს სიურპრიზი შევთავაზოთ, ეს ძალიან ძნელი იქნება. ლუის ენრიკეს გუნდი შთამბეჭდავად თამაშობს. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო "ბარსას" ველით, ამიტომაც, არა მგონია, "რეალთან" მათმა წაგებამ ამ შეხვედრაზე რამენაირად იმოქმედოს. იმედია, "ბარსას" MSN-ს ჩვენგან კედელივით გაუვალი დაცვა დაუხვდება".

გასულ უქმეებზე
"ბარსელონა" შინ 1:2 დამარცხდა "რეალთან". ჟერარდ პიკემ 56-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ "ბარსამ" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ბენზემამ და რონალდომ გაიტანეს და სტუმრებმა სენსაციურად იმარჯვეს ლიდერთან.

"ატლეტიკომ" ამ სეზონში პირველად შეძლო 5 გოლის გატანა თამაშში, სიმეონეს გუნდმა 5:1 გაანადგურა "ბეტისი". დუბლი შეასრულა ანტუან გრიზმანმა. თითო გოლი გაიტანეს ფერნანდო ტორესმა, ხუანფრანმა და თომას პარტიმ.

სამშაბათი. 5 აპრილი
ბარსელონა-ატლეტიკო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანდრო, ადრიანო, მატიო, ა. ვიდალი - ტიაგო, ო. ტორესი (?), გამესი (?), ხიმენესი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
რეალი (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ს. ნიგესი, ა. ფერნანდესი, კოკე - გრიზმანი, ფ. ტორესი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოდიშს კი ვიხდი ფეხბურთის ფანებთან,გინდა რეალის იყოს და გინდა ბარსელონასი,მაგრამ......ოე,ოე romaaaa....p.s. rg მორიენტესი და დელბოსკეც არ დაგვავიწყდეს
sake
19:27 05-04-2016
0
ენრიკე მაგარი მოზგია, რეალთან ბარსელონა დადიოდა და მაინც მეტი მომენტი შექმნა ვიდრე რეალმა, ზოგი ზიდანის დიდ ტაქტიკოსობაზე ალაპარკდა არადა რა ითამაშა 75 წუთი რონალდოც დაცვაში იდგა, ბარსას რომ სდომოდა ბერნაბეუზე რაც მოხდა უარესს უზამდა, მხოლოდ რეალის გულშემატკივარი თუ იტყვის რამე ცუდს ბარსაზე თორე ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ბარსაზე მაგარ ფეხბურთს არცერთი თამაშობს, ნახევაფინალში თუ შეხვდნენ რეალი ბარსა აი იქ ვნახავთ დიდ ანგარიშებს ორივე თამაშში
soccer
17:50 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული