პსჟ-სიტი 2:2 - ნახევარფინალისტი მანჩესტერში გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს, 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ფრანგულმა პსჟ-მ საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა - 2:2.

პარიზელებს ანგარიშის გახსნა შეხვედრის მე-14 წუთზე შეეძლოთ, როცა ინგლისელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თუმცა შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ინგლისელმა მეკარე ჯო ჰრტმა აჯობა. რამდენიმე წუთში ზლატანი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ვერც ამჯერად დაარტყა ზუსტად...

პარიზელთა ვერგამოყენებული მომენტებით ისარგებლა "სიტიმ" და 38-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც - თავი გოლით კევინ დე ბრუინმა გამოიჩინა. გატანილი გოლიდან 3 წუთში ფერნანდომ საჯარიმოში
შეცდომა დაუშვა, რითაც უკვე ამჯერად ისარგებლა იბრაჰიმოვიჩმა და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმი ასეც დასრულდა - 1:1.

მეორე ტაიმი ასევე ორმხრივი შეტევებით წარიმართა და 59-ე წუთზე ადრიენ რაბიომ პარიზელები წინ გაიყვანა, თუმცა 13 წუთში პსჟ-მ მეორე გოლიც მიიღო საკუთარ კარში, ამჯერად ავტოგოლი - ფერნანდინიოს დარტყმული ორიეს მოხვდა და ბურთი კარის ბადეში გაეხვია.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული