ზინედინ ზიდანი: მეც კი არ ველოდი, რომ 0:2-ს წავაგებდით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ვოლფსბურგთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ვოლფსბურგი-რეალი 2:0 - "მგლის ფსიქოლოგია" ასეთია [VIDEO]

"თამაშით უკმაყოფილო ვარ. არავინ ელოდა, რომ 0:2-ს წავაგებდით. მეც კი არ ველოდი. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, განსაკუთრებით, ფიზიკურად.

"ბარსელონასთან" მატჩმა ძალიან დიდი ძალა წაიღო. "ვოლფსბურგთან" მატჩი ისეთი ტემპით არ დავიწყეთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე უნდა იყოს. მობილურობა და ტემპი გვაკლდა.

გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ ახლა ანგარიშს ვერ შევცვლით.

ჯერ დაკარგული არაფერია. ჩვენ "რეალი" ვართ და
შეგვიძლია საპასუხო შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერით ყველაფერი შევცვალოთ", - თქვა ზიდანმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
მგლებმა თუ ერთი გოლი გაგიტანეს სახლში,4 გოლის გამტანები ნკლებად ხართ ვფიქრობ
0
მე ჯერა ზიზუ ყველაფერს გაკეტებს რომ რეალი გავიდეს შემდეგ ტურში
გოჩა
15:01 07-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული