ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის 20 მონაწილე ცნობილია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის 22-დან 20 გუნდის ვინაობა ცნობილია.

2 გუნდის ვინაობა კი უახლოეს ხანში გაირკვევა. ესენი იქნებიან რუსეთის ჩემპიონი ცსკა ან "როსტოვი" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" ან "ლივერპული".

აღნიშნული გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურს ავტომატურად ჯგუფურ ეტაპზე მიიღებენ.

ჯგუფური ეტაპის დარჩენილი 10 საგზური საკვალიფიკაციო მატჩებში დარიგდება. აქედან 5 საგზურს ჩემპიონები გაითამაშებენ, ხოლო დანარჩენს - "არაჩემპიონები".

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის მონაწილეები:

ესპანეთის ჩემპიონატი: ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო
ინგლისის ჩემპიონატი: ლესტერი, არსენალი, ტოტენჰემი
გერმანიის ჩემპიონატი: ბაიერნი, ბორუსია (დ),
ლევერკუზენი
იტალიის ჩემპიონატი: იუვენტუსი, ნაპოლი
პორტუგალიის ჩემპიონატი: ბენფიკა, სპორტინგი
საფრანგეთის ჩემპიონატი: პსჟ, ლიონი
რუსეთის ჩემპიონატი: ცსკა ან როსტოვი
უკრაინის ჩემპიონატი: დინამო (კ)
ჰოლანდიის ჩემპიონატი: პსვ
ბელგიის ჩემპიონატი: ბრიუგე
შვეიცარიის ჩემპიონატი: ბაზელი
თურქეთის ჩემპიონატი: ბეშიქთაში
ევროპის ლიგის გამარჯვებული: სევილია ან ლივერპული
ასევე დაგაინტერესებთ