ზესტაფონში გასამართ მატჩამდე კი იმერლები ლვოვში ითამაშებენ. ამ შეხვედრისთვის გია გეგუჩაძის გუნდი უკრაინაში ჩარტერული ავიარეისით დღეს დილით გაემგზავრება. ზესტაფონელები წუხელ თბილისში ჩამოვიდნენ და ლვოვში დედაქალაქიდან გაფრინდებიან.
იმერელთა გუნდის თავკაც გია გეგუჩაძეს უკრაინაში 20 ფეხბურთელი მიჰყავს. ეს ოცეული ასეთია:
მეკარეები - როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები - გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, კარენ მაკარიანი;
ნახევარმცველები - თორნიკე აფციუარი, ალექსი ბენაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, კახა ალადაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი მიქაბერიძე;
თავდამსხმელები - ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია;
29 ივლისს "კარპატი"-"ზესტაფონის" მატჩი ლვოვში სტადიონ "უკრაინაზე" 20:15 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟს ტელეარხი "ფუტბოლი" გადასცემს. შეხვედრას დანიელი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ლარს კრისტოფერსონი იქნება.