შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა, ერთი კვირის წინ თბილისში რომ ჩატარდა, დინამოელთა გამარჯვებით (2:0) დამთავრდა. აქედან გამომდინარე, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტოქესთან შედარებით "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსები აქვს.
ამ ერთი კვირის განმავლობაში, "დინამო" განმეორებითი მატჩისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადებოდა; სამწუხაროდ, "დინამოს" ესპანელ მწვრთნელს, ალექს გარსიას მოლდოვაში ოპტიმალური შემადგენლობა ვერ მიჰყავს: 26 წლის ლევან ხმალაძე კვლავაც დისკვალიფიცირებულია, ხოლო 30 წლის ხისკოს, 26 წლის
ალექს გარისიამ მოლდოვაში 18 ფეხბურთელი წაიყვანა: მეკარეები - გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე; მცველები - გულვერდ თომაშვილი, დავით ოდიკაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა; ნახევარმცველები - ალექსანდრე კოშკაძე, ჯაბა ჯიღაური, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი თექთურმანიძე, გოგა ბერაია; თავდამსხმელები - ვახტანგ ფანცხავა, რობერტინიო, ლადო ახალაია, გიორგი კახელიშვილი.
დინამოელები მოლდოვაში დღეს, 6 ივლისს დილით, ჩარტერული რეისით უნდა გაფრენილიყვნენ; გუნდი კიშინიოვში დაბინავდება და დღესვე, იქაური დროით 18 საათზე (ჩვენი დროით - 19 საათზე) მოლდოვის დედაქალაქიდან 48 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ორხეის სტადიონზე ივარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ "მილსამისა" და "დინამოს" განმეორებითი მატჩი ორხეის "კოპლექსულ სპორტივ რაიონალ"-ის სტადიონზე (ტევადობა - 2539) 7 ივლისს, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"