საშინელზე-საშინელი სტატისტიკა გაგვაჩნია: ევროტურნირებზე ბერძნულ კლუბებთან დღემდე ჩატარებულ რვა მატჩში ქართული გუნდები შვიდჯერ დამარცხდნენ და მხოლოდ ერთადერთხელ ითამაშეს ფრედ! ბურთების სხვაობა კი მართლაც კატასტროფულია: 3-26...
საკლუბო დონეზე ქართულ-ბერძნული პირველი დაპირისპირება 1997 წელს მოხდა, როცა ევროტურნირების დებიუტანტი "მერანი-91" სტუმრად სალონიკის "ირაკლისთან" მეტ-ნაკლებად "საპატიო" ანგარიშით (0:2) დამარცხდა. აი, მომდევნო
"ტორპედომ" საშინაო შეხვედრა ერთობ ძლიერ აეკ-თან მინიმალური ანგარიშით წააგო, სამაგიეროდ სტუმრად განადგურდა - გრიგოლ ჭანტურიას კარში ბერძნებმა 6 გოლი გაიტანეს, რასაც გიორგი მეგრელაძის ერთადერთი პრესტიჟის ბურთი მოჰყვა. სხვათა შორის, "ტორპედოს" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი ამ შეხვედრებში თამამად ენდობოდა მაშინდელი 18 წლის გია იმედაძესა და 17 წლის ალექსანდრე ამისულაშვილს. თუმცა, "ტორპედოს" განადგურება "ახლოს ვერ მივიდოდა" იმავე წელს, იმავე გათამაშებასა და იმავე ეტაპზე ჩატარებულ კიდევ ერთ ქართულ-ბერძნულ დაპირისპირებასთან: მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" სალონიკის პაოკ-თან საშინაო შეხვედრაში მართლაც "საშვილიშვილოდ" შერცხვა და 0:7 წააგო! სხვათა შორის, ჯერ კიდევ მატჩამდე არასასიამოვნო აჟიოტაჟი ატყდა: მოგეხსენებათ, თბილისში "ჭორი" უცებ ვრცელდება და ვიდრე თამაში დაიწყებოდა, მთელი ქალაქი სტუმართა გუნდის მოსალოდნელ გამარჯვებაზე ლაპარაკობდა; ეგ კი არა, უამრავი თვითმხილველი ჰყავდა იმ ფაქტსაც, თუ როგორ დებდნენ ფსონს საკუთარი გუნდის წაგებაზე "ლოკომოტივის" ფეხბურთელთა არცთუ მცირე ნაწილი!..
არანაკლებ სკანდალური იყო ქართულ-ბერძნული მომდევნო დაპირისპირებაც: 2004 წლის შემოდგომაზე "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია და ბოლო მატჩმა, ათენის "პანიონიოსთან" "ინტერპოლის" ყურადღებაც მიიპყრო! გეხსომებათ, ალბათ, თუ რამხელა სკანდალი იყო ატეხილი: ევროპის წამყვან საბუქმეიქერო კანტორებში მართლაც "არანორმალური" თანხა შევიდა ამ წყვილში ბერძნული გუნდის გამარჯვებაზე; თანაც, მასპინძლებს პირველი ტაიმი უნდა წაეგოთ და თამაში "ისე" უნდა მოეგოთ, ამას გარდა, ძალიან დიდი თანხა დაიდო მატჩის ანგარიშის გამოცნობაზეც: როგორი საქმეა, კონკრეტულ შეხვედრაზე მაინც და მაინც 5:2 მორჩებაო... სოლიდურ ფსონს ამაზე რომ გააკეთებ!..
აი, რაც შეეხება ქართულ-ბერძნულ ბოლო დაპირისპირებას, ამ შემთხვევაში ყველაფერმა უსკანდალოდ ჩაიარა: "პანათინაიკოსთან" წინდაწინვე უშანსოდ ვიყავით და რაინერ ცობელის "დინამოსაც" ბერძნულ გრანდთან თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ეგ კი არა, საკლუბო დონეზე ქართულ-ბერძნულ დაპირისპირებებში ერთადერთ ფრესაც სწორედ მაშინ, 2008 წლის ზაფხულში მივაღწიეთ.
ქართულ-ბერძნული დაპირისპირებები
ინტერტოტოს თასი
29. 06. 1997. სალონიკი. 2500 მაყურებელი
ირაკლისი (სალონიკი)-მერანი-91 (თბილისი) 2:0
1:0 სემესი (53), 2:0 ვამბამბაკისი (66)
მერანი-91: მ. დოლიძე-რ. გოგიტაძე, შ. ხუჯაძე, გ. ქველაძე, დ. კაკუბავა-გ. ტრაპაიძე (40. კ. მელქაძე), კ. სიდამონიძე, ა. გოგობერიშვილი (70. ა ივანიშვილი), ბ. კვარაცხელია-დ. გოდერძიშვილი, გ. გაბისონია (59. მ. მაზიაშვილი).
არიტრი: ვ. ანხელინეი (რუმინეთი)
უეფას თასი. 1/64 ფინალი
16. 09. 99. ქუთაისი. "ტორპედო". 7000 მაყურებელი
ტორპედო (ქუთაისი)-აეკ (ათენი) 0:1
0:1 ზიკოსი (88)
ტორპედო: გრ. ჭანტურია-ბ. ახვლედიანი, ვ. ხვადაგიანი, ა. შეყრილაძე, ი. მაღლაკელიძე,-დ. ჯანაშია, ვ. თურმანიძე, გ. გოგიაშვილი (51. გ. იმედაძე), კ. ჩხეტიანი (82. კ, კვეტენაძე)-გ. მეგრელაძე (73. ზ. ვაჩიბერაძე), ზ. იონანიძე
გაფრთხილება: გოგიაშვილი, ჩხეტიანი, ხვადაგიანი; ლაკისი, პეტრიჩი, მალადენისი, ბუკოვიჩი
არბიტრი: ი. მაკდერმორტი (ირლანდია)
30. 09. 99. ათენი. "ნეას სმირნისი". 4000 მაყურებელი
აეკ-ტორპედო 6:1
1:0 ჩირიჩი (8), 2:0 ბიეკოვიჩი (22), 3:0 მალადენისი (24), 4:0 კოპიცისი (44), 4:1 მეგრელაძე (73), 5:1 ნიკოლაიდისი (74), 6:1 კოპიცისი
ტორპედო: გრ. ჭანტურია-ბ. ახვლედიანი (31. გ. გოგიაშვილი), ვ. ხვადაგიანი, ა. შეყრილაძე, ი. მაღლაკელიძე-დ. ჯანაშია, ვ. თურმანიძე (78. ა. ამისულაშვილი), კ. კვეტენაძე (52. გ. იმედაძე), კ. ჩხეტიანი-გ. მეგრელაძე, ზ. იონანიძე.
გაფრთხილება: ბიეკოვიჩი; იონანიძე, მაღლაკელიძე
არბიტრი: მ. ლიბა (ჩეხეთი)
უეფას თასი. 1/64 ფინალი
16. 09. 1999. თბილისი. "ლოკომოტივი". 4000 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი)-პაოკ (საბერძნეთი) 0:7
0:1, 0:2, გეორგიადისი (18, 25), 0:3 საბრი (42), 0:4, 0:5 ფრუსოსი (56, 61), 0:6 ფრანცეკოსი (69), 0:7 ვრიზასი (72)
ლოკომოტივი: დ. ასლანაძე-გ. ბალაშვილი, მ. ქობულაძე, ლ. მიქაძე, გ. ჩიხრაძე-შ. ჩომახიძე (78. გ. კაციაშვილი), პ. ბარნოვი (46. ს. ბარამიძე), ლ. ქებაძე, ვ. გველესიანი-კ. გოგიჩაიშვილი, მ. რუსია (51. ლ. შავგულიძე)
გაფრთხილება: საბრი
არბიტრი: ი. ატილა (უნგრეთი)
პაოკ-ლოკომოტივი 2:0
30. 09. 1999. სალონიკი. "ტუბასი". 2500 მაყურებელი
1:0 ვალენსია (62), 2:0 სალპიგიდისი (88)
ლოკომოტივი: დ. ასლანაძე-გ. ბალაშვილი, მ. ქობულაძე, დ. ბაქრაძე, ლ. მიქაძე, გ. ჩიხრაძე-ლ. შავგულიძე (82. ბ. ბერაძე), კ. მელქაძე (65. პ. ბარნოვი), გ. კაციაშვილი, შ. ჩომახიძე (89. ვ. გველესიანი)-ლ. ქებაძე
გაფრთხილება: ბაქრაძე, ჩიხრაძე
არბიტრი: დ. მალკოლმი (ჩრ. ირლანდია)
უეფას თასი. ჯგუფური ეტაპი
01. 12. 2004. ათენი. "პანიონიოსი". 5000 მაყურებელი
პანიონიოსი (ათენი)-დინამო (თბილისი) 5:2
0:1 კაკალაძე (38), 1:1 მანციოსი (58), 1:2 ახალაია (60), 2:2, 3:2 მანციოსი (67, 78), 4:2 ბრეშკა (90), 5:2 მარკორა (90)
დინამო: ი. ზოიძე-გ. შაშიაშვილი, ლ. სილაგაძე, დ. ჭიჭვეიშვილი, დ. კვირკველია-ი. კანდელაკი (85. ჯ. დვალი), ჯ. კანკავა-მ. კაკალაძე, ც. რომერო (80. ლ. ხმალაძე), ლ. ახალაია (74. გ. ქუცურუა)-ლ. მელქაძე
გაფრთხილება: იანოპულოსი; მელქაძე, სილაგაძე, შაშიაშვილი, კანკავა
არბიტრი: ა. ტუდორი (რუმინეთი)
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
30. 07. 2008. ათენი. "სპირო ლუისი". 50000 მაყურებელი
პანათინაიკოსი (ათენი)-დინამო (თბილისი) 3:0
1:0 ივანშიტცი (17), 2:0, 3:0 სალპინგიდისი (45, 74)
დინამო: დ. ოვონო-გ. კაშია, ა. ინწკირველი (25. გ. თომაშვილი), მ. კრშკო, ლ. ხმალაძე-შ. კაშია, ნ. ფირცხალავა- დ. ოდიკაძე, დ. დიღმელაშვილი (66. გ. ნერგაძე), ო. გველესიანი- დ. ჯუისი (45. სპასოევიჩი)
გაფრთხილება: ინწკირველი, გველესიანი, ხმალაძე, შ. კაშია
არბიტრი: ბ. დუარტე (პორტუგალია)
06. 08. 2008. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 5000 მაყურებელი
დინამო-პანათინაიკოსი 0:0
დინამო:დ. ოვონო-გ. თომაშვილი, გ. კაშია, მ. კრშკო, ლ. ხმალაძე-გ. ნერგაძე (67. დ. ჯუისი), ნ. ფირცხალავა-დ. ოდიკაძე, ი. სპასოევიჩი (65. მ. ვაწაძე), ო. გველესიანი (77. ნ. ჯიშკარიანი)-ჯ. აკირემი
გაფრთხილება: ფირცხალავა, ჯუისი; კუმასი
არბიტრი: კ. ბალაი (რუმინეთი)
აბსოლუტური თანაფარდობა
სანაკრებო დონეზე ბელგიელებთან არასდროს გვითამაშია არც ოფიციალური, არც ამხანაგური მატჩები; სამაგიეროდ, ევროტურნირებზე ქართულმა გუნდებმა ბელგიურ კლუბებთან 6 შეხვედრა ჩაატარეს და ფაქტობრივად, აბსოლუტური თანაფარდობაა: 2 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება; ერთადერთი მხოლოდ ბურთების სხვაობა გვაქვს უმნიშვნელოდ უარყოფითი (9-10).
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ბელგიური ყველა დაპირისპირება ერთსა და იმავე გათამაშებაში, "ინტერტოტოს თასზე" ხდებოდა; თუმცა, სკანდალურად საეჭვო მატჩებს ვერც ამ შემთხვევაში ავცდით და უპირველესად, "ტორპედოსა" და "ლომელის" დაპირისპირება უნდა გავიხსენოთ. 13-წლისწინანდელი ამბავია, მაგრამ, ალბათ, ბევრს ემახსოვრება, თუ როგორი არასასიამოვნო აჟიოტაჟი ატყდა ზემოთნახსენები გუნდების განმეორებითი მატჩის შემდეგ.
"ტორპედოს" პირველი მატჩი სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული, განმეორებითი შეხვედრის დასაწყისშივე ქუთაისელთა გუნდის ნახევარმცველმა კახა კვეტენაძემ მასპინძლები დააწინაურა და საქმე ყველას მოთავებული ეგონა; თუმცა, სულ მალე "ტორპედოს" კარში ისეთი კურიოზული გოლები გავიდა, გულშემატკივარი... ოხუნჯობის ხასიათზე რომ დადგებოდა!
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად "ტორპედოს" ერთი ბურთის გატანა სჭირდებოდა ამისათვის დროც საკმარისი ჰქონდა და შეხვედრის არბიტრის, ცნობილი რუსი მსაჯის ბუტენკოს მხარდაჭერაც: მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე სტუმრებს ფეხბურთელი რომ გაუძევა; თუმცა, შეხვედრა სწორედ ისეთი ანგარიშით დამთავრდა, "ვიღაცეებს" რომ აწყობდათ, - "ბოროტი ენები" არცთუ ხმადაბლა საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრის მანიპულირებით იმდროინდელი "ტორპედოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი (კერძოდ, კლუბის პრეზიდენტი) იყო დაინტერესებულიო.
არანაკლებ "უცნაური" გამოდგა ქართულ-ბელგიური მეორე დაპირისპირებაც: ერთი შეხედვით, ვის უნდა გაჰკვირვებოდა ლიეჟის "სტანდარდისგან" თბილისის "დინამოს" ძლევა; მაგრამ, მოდი, ისიც გავიხსენოთ, რომ მართლაც ნაკლებად პრესტიჟული "ინტერტოტოს თასზე" ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი "სტანდარდი", ფაქტობრივად... მეორე შემადგენლობით დაგვიპირისპირდა! უფრო ზუსტად, ახალგაზრდული შემადგენლობით გვეთამაშნენ, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო ეტაპზე მაინც "სტანდარდი" გავიდა. სხვათა შორის, ბელგიაში ჩატარებულ განმეორებით მატჩში "დინამოს" კარში გოლი იმ დროისათვის ყველასათვის უცნობმა ახალგაზრდმა მცველმა დანიელ ვან ბუიტენმა გაიტანა, - მოგვიანებით არაერთ ცნობილ კლუბში რომ უასპარეზია და დღესდღეობით კი მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობს. აი, რაც შეეხება ქართულ-ბელგიურ მესამე დაპირისპირებას, ამ შემთხვევაში ყველაფერი... პატიოსნად იყო; "ვიტ ჯორჯია" მართლაც ღირსეულად ეპაექრა "ლოკერენს" და მცირედი დააკლდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
ქართულ-ბელგიური დაპირისპირებები
ინტერტოტოს თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი
05. 07. 1998. ლომელი, "შტედელიკ შპორტშტადიონი".
ლომელი (ბელგია)-ტორპედო (ქუთაისი) 0:1
0:1 ზ. ვაჩიბერაძე (31)
ტორპედო: გრ. ჭანტურია-ა. ჩხაბერიძე, ი. ვაშაკიძე, შ. ხუჯაძე, ი. მაღლაკელიძე-დ. ჯანაშია, პ. ჯინჭარაძე, კ. კვეტენაძე (82. ვ. თურმანიძე), ზ. ვაჩიბერაძე-კ. მეტრეველი (63. ზ. იონანიძე), გ. მეგრელაძე (79. კ. ჩხეტიანი)
გაფრთხილება: სიმონსი; ჩხაბერიძე, ჩხეტიანი
არბიტრი: ი. ლარსენი (დანია)
ტორპედო-ლომელი 1:2
11. 07. 98. ქუთაისი. "გივი კილაძე".
1:0 კ. კვეტენაძე (4), 1:1 შუბერტი (8), 1:2 კენვორსტი (17)
ტორპედო: გრ. ჭანტურია-ა. ჩხაბერიძე, ი. ვაშაკიძე, შ. ხუჯაძე, ი. მაღლაკელიძე- დ. ჯანაშია, პ. ჯინჭარაძე, კ. კვეტენაძე, ზ. ვაჩიბერიძე (59. გ. ჩხაიძე)-კ. მეტრეველი (59. ზ. იონანიძე), გ. მეგრელაძე.
გაფრთხილება: ვინკენი, ვან ველდჰოვენი, დეკელვესი
გაძევება: ვინკენი
არბიტრი: ა. ბუტენკო (რუსეთი)
ინტერტოტოს თასი. I ეტაპი
18. 06. 2000. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 7000 მაყურებელი
დინამო (თბილისი)-სტანდარდი (ბელგია) 2:2
1:0 გოგოლაძე (8), 2:0 ზირაქიშვილი (40), 2:1 ვოსი (78), 2:2 ფლორკინი (87)
დინამო: ს. გრიშიკაშვილი-ი. ვაშაკიძე, მ. შელია, თ. სიჭინავა (90. რ. ქემოკლიძე)-დ. დათვაძე (38. ლ. ბურდული), რ. არველაძე, ვ. გუჩუა, გ. ანჩაბაძე, ა. სახვაძე-კ. გოგოლაძე, ზ. ზირაქიშვილი (67. მ. ბობოხიძე)
გაფრთხილება: ანჩაბაძე; ვოსი, მორი
არბიტრი: ზ. ვიალი (ისრაელი)
სტანდარდი-დინამო 1:1
24. 06. 2000. ლიეჟი. "შლესინი". 1000 მაყურებელი
0:1 ზირაქიშვილი (30), 1:1 ვან ბუიტენი (71)
დინამო: ს. გრიშიკაშვილი-რ. ქემოკლიძე, ი. ვაშაკიძე, გ. შაშიაშვილი, ა. სახვაძე-დ. დათვაძე (63. ლ. მონასელიძე), თ. სიჭინავა, რ. არველაძე, გ. ანჩაბაძე-კ. გოგოლაძე (72. მ. ბობოხიძე), ზ. ზირაქიშვილი
გაფრთხილება: ორი, ვუოიო; ბობოხიძე
ინტერტოტოს თასი. I ეტაპი
22. 06. 2002. ლოკერენი. "დინამიკი". 1500 მაყურებელი
ლოკერენი (ბელგია)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1
1:0 ზუნდი (22), 1:1 დოლიძე (30), 2:1 გრეტარსონი (45), 3:1 კრისტინსონი (86)
ვიტ ჯორჯია: მ. მერლანი-გ. კვახაძე, ა. ინწკირველი, თ. კობიაშვილი, დ. დოლიძე-ლ. ნოზაძე, დ. დიღმელაშვილი, გ. ყიფიანი (63. ბ. თევდორაძე), ვ. გოჩაშვილი-გ. ადამია (84. კ. წუწუნავა), ე. მერებაშვილი (64. დ. ფეიქრიშვილი)
არბიტრი: ს. ზრნიჩი (ბოსნია)
ვიტ ჯორჯია-ლოკერენი 3:2
29. 06. 2002. თბილისი. "ლოკომოტივი". 4000 მაყურებელი
0:1 სილა (15), 1:1 გოჩაშვილი (45), 1:2 კიმოტო (54), 2:2 ყიფიანი (61), 3:2 წუწუნავა (90)
ვიტ ჯორჯია: მ. მერლანი-გ. კვახაძე (61. ლ. მერებაშვილი), ა. ინწკირველი (70. კ. წუწუნავა), თ. კობიაშვილი, ბ. თევდორაძე-ლ. ნოზაძე, გ. ყიფიანი, ვ. გოჩაშვილი (83. ე. მერებაშვილი), დ. დოლიძე-ლ. მელქაძე, გ. ადამია
გაფრთხილება: გრეტარსონი, ვან ჰოი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"