ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ფერნანდო ტორესმა იფეთქა [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონში, ლისაბონსა და სტამბულში ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ესპანელ ფერნანდო ტორესს ბევრს აკრიტიკებენ, ხშირად სამართლიანადაც, თუმცა 29 წლის ფორვარდს იმდენი კლასი კიდევ შემორჩა, რომ ევროპალიგაზე გაიბრწყინოს.

მან დუბლი შეასრულა ყაზანის "რუბინის" კარში და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ჩელსის" კარგი შანსი აქვს, ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდეს - 3:1.

უხვგოლიანი გამოდგა მეორე ლონდონური მატჩიც, სადაც "ტოტენჰემმა" ვერაფრით გატეხა "ბაზელი", თუმცა 0:2-ის შემდეგ გათანაბრება მაინც შეძლო - 2:2. საოცარია, მაგრამ ფაქტია - გარეთ ბეილმა ითამაშა და მის ანგარიშზე არც გოლია და არც საგოლე პასი.

სტამბულში "ფენერბაჰჩემ" 10-კაციან "ლაციოს" პენალტის ნიშნულიდან გაუტანა (პიერ ვებო). იტალიელებს ვერც ევროპალიგის ბომბარდირმა კოზაკმა უშველა და ვერც მისმა შემცვლელმა კლოზემ. ბოლოს თურქთა ჰოლანდიელმა შემტევმა დირკ კუიტმაც გაიტანა ძალზე მნიშვნელოვანი გოლი - 2:0.

ლისაბონში კი "ბენფიკამ", რომელიც ჯერ აგებდა მორენოს, ლიმას და კარდოსოს გოლებით "ნიუკასლ იუნაიტედი" დაამარცხა - 3:1.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნახევარფინალისტის ვინაობა ჯერ არც ერთ წყვილში არ გარკვეულა და საპასუხო დაძაბული ბატალიები გველის.

ევროპალიგა. 1/4-მეოთხედფინალი. I მატჩები
ბენფიკა-ნიუკასლი 3:1
გოლები: 0:1 სისე (12), 1:1 მორენო (25), 2:1 ლიმა (65), 3:1 კარდოსო (71-პენ)
ბენფიკა (4-3-3): არტური - ალმეიდა, ლუიზაო, გარაი, მელგარეჟო - ჯონი, მატიჩი, გომეში (61. პერესი) - მორენო (61. ლიმა), კარდოსო (77. მ. პერეირა), გაიტანი.
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - სიმპსონი (83. გოსლინგი), ტეილორი, იანგა-მბივა, სანტონი - პერჩი (62. ანიტა), კაბაი - გუტიერესი, სისოკო, მარვო (80. ამეობი) - სისე.

VideoSportall.Ge
04.04.13. ბენფიკა - ნიუკასლი 3:1


ჩელსი-რუბინი 3:1
გოლები: 1:0 ტორესი (16), 2:0 მოზესი (32), 2:1 ნატხო (41-პენ), 3:1 ტორესი (70)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, დ. ლუისი, ბერტრანდი - ლამპარდი, რამირესი - მოზესი (65. აზარი), მატა (78. ოსკარი), ბენაიუნი (83. მარინი) - ტორესი.
რუბინი (4-4-1-1): რიჟიკოვი - კალეშინი, შარონოვი, ნავასი, ანსალდი - კუზმინი (82. კასაევი), ნატხო, ორბაისი, კარადენიზი - ერემენკო - დიადიუნი (46. რონდონი).

VideoSportall.Ge
04.04.13. ჩელსი - რუბინი 3:1


ფენერბაჰჩე-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 ვებო (78-პენ), 2:0 კუიტი (91)
ფენერბაჰჩე (4-2-3-1): დემირელი - გონული, იობო, კორკმაზი, ციგლერი - მ. თოფალი (71. ერკინი), მეირელეში - კუიტი, ბარონი (75. უჩანი), სოუ (86. მ. თოფუზი) - ვებო.
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი - ჩიანი, კანა, ონაზი, რადუ - გონსალესი, კანდრევა, ერნანესი (86. მაური), ლულიჩი - ედერსონი (62. ლედესმა) - კოზაკი (72. კლოზე).
გაძევება: ონაზი (47)

VideoSportall.Ge
04.04.13. ფენერბაჰჩე - ლაციო 2:0


ტოტენჰემი-ბაზელი 2:2
გოლები: 0:1 შტოკერი (30), 0:2 ფ. ფრაი (34), 1:2 ადებაიორი (40), 2:2 სიგურდსონი (58)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - ნოუტონი, გალასი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო (58. დოუსონი) - დემბელე, პარკერი - ლენონი (24. სიგურდსონი), ბეილი, ჰოლტბი (63. დემპსი) - ადებაიორი.
ბაზელი (4-2-3-1): ზომერი - შტაინჰოფერი, შარი, დრაგოვიჩი, ვოზერი - ელ ელნენი, დიე (66. კაბრალი) - სალაჰი (84. დეგენი), ფ. ფრაი, შტოკერი - შტრელერი (71. ზუა).

VideoSportall.Ge
04.04.13. ტოტენჰემი - ბაზელი 2:2


საპასუხო მატჩები 11 აპრილს

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოიგებს ჩემპიონთა თასის მფლობელი ევროპალიგასაც?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული