ჩვენ და დანიელები - შარშანდელი შედეგის გამეორება ვისურვოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გორის "დილა" თავის ისტორიაში მესამედ უნდა ჩაერთოს ევროტურნირებზე: პირველი ცდა წარუმატებელიც იყო და, გარკვეულწილად, სკანდალურიც (2004 წელს, "ინტერტოტოს თასზე" ბულგარულ "მარეკთან" ორრაუნდიან დაპირისპირებას ვგულისხმობთ);

აი, შარშან კი "დილამ" მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კუთხით დაგვამახსოვრა თავი და სულ მცირედი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე!

შეგახსენებთ, რომ შარშან ზაფხულში ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილამ" ორივე მატჩი მოუგო დანიურ "ორჰუსს"; მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ "ანორთოსისთან" საშინაო წაგებას (0:1)... სტუმრად გამარჯვება მოჰყვა.

მართალია, ოფიციალურად ჩვენს გუნდს ტექნიკური გამარჯვება (3:0) მიეკუთვნა, მაგრამ ვიდრე კვიპროსელი
გულშემატკივრები ტრიბუნებზე არეულობას მოახდენდნენ და თამაში ჩაიშლებოდა, "დილა" სწორედ ასეთი ანგარიშით ამარცხებდა მეტოქეს...

ჰო, რაღა რჩებოდა: ევროპალიგის პლეი ოფში გორელთა გუნდის მეტოქე ხომ პორტუგალიის საშუალო დონის კლუბი "მარიტიმუ" იყო; თუმცა ეს ეტაპი ვერ დავძლიეთ ("მარიტიმუმ" ორივე მატჩი მოიგო - 1:0, 2:0) და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც გააღწია.

იმის მერე "დილას" შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოხდა, არანაკლებ სახეშეცვლილი გუნდია დღესდღეობითაც, თუმცა შარშანდელი შემადგენლობიდანაც რამდენიმე ფეხბურთელია შემორჩენილი (კახა ალადაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მოდებაძე).

და, რაც მთავარია, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში ერთიმეორეზე გამოცდილი რამდენიმე ახალწვეულიცაა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, დავით ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე, თეიმურაზ ღონღაძე და, რაც მთავარია, უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნებული რატი ალექსიძე!

...შარშან ზაფხულამდე დანიურ კლუბებთან უარყოფითზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი ბალანსი გვქონდა: ევროტურნირებზე ჩატარებულ ექვს მატჩში ხუთჯერ წავაგეთ და მხოლოდ ერთი შეხვედრა დამთავრდა ფრედ.

და აი, დანიურ კლუბებთან პირველი გამარჯვება (შემდეგ მეორეც რომ მოჰყვა) სწორედ "დილამ" მოახერხა და დღესდღეობით ამ ქვეყნის გუნდებთან ევროტურნირებზე ასეთი ბალანსი გვაქვს: 8 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება (ბურთები: 10-18).

კოპენჰაგენის სინდრომი და "ჩაშვებული" მატჩი
დანიურ კლუბს პირველად 2001 წელს დავუპირისპირდით, როცა იმდროისათვის საქართველოს საუკეთესო გუნდი "ტორპედო" დანიის ჩემპიონს, "კოპენჰაგენს" შეხვდა.

ქუთაისელებს ურიგო გუნდი არა ჰყავდათ, განსაკუთრებით კი, წინა ხაზის ფეხბურთელებს გამოვყოფდით: მალხაზ ასათიანს, ზურაბ იონანიძესა და მიხეილ აშვეთიას. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დანიური "ბარიერის" დასაძლევად: "კოპენჰაგენის" იმდროინდელი ლიდერის, სამხრეთაფრიკელი ფორვარდის, სიბუსისო ზუმას ჩინებული თამაშის წყალობით მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეტოქე გავიდა.

ერთი წლის შემდეგ, ოღონდ ამჯერად უკვე უეფას თასზე, კვლავაც "კოპენჰაგენთან" მოუწია დაპირისპირება ქართულ გუნდს: თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად ვერაფერი გააწყო დანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან; არადა, იმ შეხვედრის პირველი გოლი ჩვენებმა გაიტანეს: მოსკოვის "ლოკომოტივიდან" სამშობლოში დაბრუნებულმა ზაზა ჯანაშიამ.

ეს უკანასკნელი მართლაც გამორჩეული ნიჭის ფორვარდი გახლდათ და საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მან გახსნა; თუმცა, ვისაც ის თერთმეტი წლის წინანდელი თამაში ემახსოვრება, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ "კოპენჰაგენთან" ჩატარებული საპასუხო მატჩი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად დარჩება!

რა თქმა უნდა, ვერც მაშინ და მით უმეტეს, ვერც ახლა ვერაფერს დავამტკიცებთ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოსდა, თვითონ "ლოკომოტივის" ფეხბურთელთა უმრავლესობა იყო დაინტერესებული საშინაო მატჩის რაც შეიძლება დამაჯერებელი ანგარიშით... წაგებაში!

"ლოკომოტივი"-"კოპენჰაგენის" მატჩს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა იმდროინდელ ქართულ სპორტულ მედიაში; ჰოდა, ალბათ, ამის გამოც იყო, "ლოკომოტივის" იმდროინდელმა პრეზიდენტმა და პატრონმა, საქართველოს რკინიგზის მაშინდელმა შეფმა აკაკი ჩხაიძემაც ეჭვი რომ შეიტანა თავისი გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელის "პატიოსნებაში" და დამნაშავეების მკაცრად დასჯასაც შეგვპირდა.

თუმცა, როგორც მანამდეც თუ მერეც მომხდარა, ამ შემთხვევაშიც ყველას შერჩა ის მართლაც სამარცხვინო საქციელი...

ნავსი გატყდა
ევროტურნირებზე ქართული გუნდის მომდევნო მეტოქე დანიური ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდი "ბრონდბიუ" იყო, რომლის შემადგენლობაშიც იმდროისათვის ახალგაზრდა ფორვარდი იოჰან ელმანდერი გამოირჩეოდა.

ისე, არავინ იცის, თბილისურ მატჩში მოვლენები როგორ განვითარდებოდა, შეხვედრის უნგრელ არბიტრს პირველი ტაიმის მიწურულს "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი რომ არ გაეძევებინა, - "ბრონდბიუმ" მეორე ტაიმში მშვენივრად გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და ზვიად სტურუას კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა.

საპასუხო შეხვედრაც "ბრონდბიუს" გამარჯვებით დასრულდა და "დინამოდან" ერთადერთი გოლი 20 წლის სანდრო იაშვილმა გაიტანა, - მართლაც უნიჭიერესმა ცენტრფორვარდმა, ქართველი გულშემატკივრები თუ სპორტული ჟურნალისტები მასში შოთა არველაძის ღირსეულ შემცვლელს რომ ხედავდნენ...

...ქართულ-დანიური კლუბების ბოლო დაპირისპირება კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფორვარდის, მათე ვაწაძის ბენეფისად იქცა! ვაწაძემ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა "ორჰუსის" კარში და ასეთი შედეგიანი და მაღალი კლასის თავდამსხმელი სულ მალე რომ... "ორჰუსმა" მიიწვია, არავის გაკვირვებია (ისე, როგორც ადრე მიხეილ აშვეთიას ტრანსფერი "კოპენჰაგენში").

აქვე ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ ვაწაძესთან ერთად "ორჰუსში" კიდევ ორი ჩვენებური ასპარეზობს: შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი და ფორვარდი დავით სხირტლაძე.

ქართულ-დანიური დაპირისპირებები
ჩემპიონთა ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
25.07.2001. ქუთაისი. "ტორპედო". 13 000 მაყურებელი
ტორპედო (ქუთაისი)-კოპენჰაგენი (დანია) 1:1
0:1 ზუმა (44), 1:1 აშვეთია (76)
ტორპედო: გვარამაძე, დიდავა, აბრამიძე, მახვილაძე (84. ქუთათელაძე), გ. თოდუა, ქემოკლიძე, პარამონოვი (49. ბაბუნაშვილი), ასათიანი, ახალკაცი (49. გ. შენგელია), იონანიძე, აშვეთია
არბიტრი: ფ. დე ბლეკერე (ბელგია)

09.08.2001. კოპენჰაგენი. "პარკენი". 14 345 მაყურებელი
კოპენჰაგენი-ტორპედო 3:1

1:0 ზუმა (45), 2:0 ლონსტრუპი (59), 3:0 ფერნანდესი (74), 3:1 ქუთათელაძე (90)
ტორპედო: გვარამაძე, აკოფიანი, მახვილაძე, აბრამიძე, ს. თოდუა, ახალკაცი (58. ქუთათელაძე), ქემოკლიძე, ასათიანი (36. გონჩაროვი), პარამონოვი (68. გვირგიშვილი), იონანიძე, აშვეთია
არბიტრი: პ. ღარიბიანი (საფრანგეთი)

უეფას თასი
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
15.08.2002. კოპენჰაგენი. "პარკენი". 10 600 მაყურებელი
კოპენჰაგენი (დანია)-ლოკომოტივი (თბილისი) 3:1
0:1 ზ. ჯანაშია (9), 1:1 იონსონი (41), 2:1 იონსონი (56), 3:1 ლარსენი (57)
ლოკომოტივი: ლომაია, ბალაშვილი, ორბელაძე, სალუქვაძე, რ. ონიანი, გოგიჩაიშვილი, გ. კვარაცხელია, სირაძე, თ. ბურნაძე (71. ლაცაბიძე), ზ. ჯანაშია, რუსია (46. ჭიჭვეიშვილი)
არბიტრი: ი. იარა (ჩეხეთი)

29.08.2002. თბილისი. "ლოკომოტივი". 5600 მაყურებელი
ლოკომოტივი-კოპენჰაგენი 1:4
1:0 ზ. ჯანაშია (9), 1:1 ზუმა (23), 1:2 პეტერსონი (69), 1:3 პეტერსონი (73), 1:4 იონსონი (81)
ლოკომოტივი: ლომაია, ბალაშვილი, ორბელაძე, სალუქვაძე, რ. ონიანი, ქორიძე, გ. კვარაცხელია, ჭიჭვეიშვილი (28. ლაცაბიძე), კაიდარაშვილი, სირაძე (46. თ. ბურნაძე), ზ. ჯანაშია

ჩემპიონთა ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
0:1 სკუბო (59), 0:2 ელმანდერი (83)
დინამო (თბილისი)-ბრონდბიუ (დანია) 0:2
დინამო: სტურუა, ალადაშვილი, დ. გიგაური, ორბელაძე, ამისულაშვილი, ლ. ნოზაძე (81. შ. გრიგალაშვილი), კ. მახარაძე, კანდელაკი, ბაბუნაშვილი, ბობოხიძე (46. აკობია), ლ. მელქაძე (63. ს. იაშვილი)
არბიტრი: ჟ. საბო (უნგრეთი)

03.08.2005. კოპენჰაგენი. "ბრონდბიუ". 20 000 მაყურებელი
ბრონდბიუ-დინამო 3:1
1:0 ლორენცენი (10), 2:0 ლორენცენი (42), 2:1 ს იაშვილი (66), 3:1 კამპერი (86)
დინამო: სტურუა, ალადაშვილი, დ. გიგაური (46. ქემოკლიძე), ორბელაძე, კანდელაკი (68. აკობია), ოდიკაძე, ლ. ნოზაძე, კ. მახარაძე, ბაბუნაშვილი, გ. მეგრელაძე (46. ს. იაშვილი), ლ. მელქაძე
არბიტრი: მ. ვაინერი (გერმანია)

ევროპის ლიგა
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
19.07.2012. ორჰუსი. "ნრგი პარკი". 9030 მაყურებელი
ორჰუსი (დანია)-დილა (გორი) 1:2
1:0 კურე (3), 1:1 ვაწაძე (34), 1:2 ალადაშვილი (84)
დილა: სკენდერი, შაშიაშვილი, სალუქვაძე, თომაშვილი (46. გ. ონიანი), კვირკველია, ალადაშვილი, გოგუა, არზიანი, ბეჭვაია (53. შ. კაშია), ს. გურული, ვაწაძე (82. მოდებაძე)
არბიტრი: ბ. იოვანეტიჩი (სერბეთი)

26.07.2012. თბილისი. "მიხეილ მესხი". 5800 მაყურებელი
დილა-ორუსი 3:1
0:1 სკენდერი (34, საკუთარ კარში), 1:1 ვაწაძე (62), 2:1 შაშიაშვილი (74), 3:1 ვაწაძე (83)
დილა: სკენდერი, შაშიაშვილი, სალუქვაძე, გ. ონიანი, კვირკველია, ალადაშვილი (57. ახალკაცი), შ. კაშია (27. ბეჭვაია), გოგუა (77. მოდებაძე), გ. გრიგალაშვილი, ს. გურული, ვაწაძე
არბიტრი: ბ. სტუდერი (შვეიცარია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ორჰუსი 3:1 - გორის "დილამ" საქართველო ევროფიასკოსგან იხსნა [VIDEO]
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
თამაშს არ აჩვენებენ ? !! @
Dinamo Fan
17:37 18-07-2013
0
ფეხბურთიბ მცოდნე კომენტატორები გადაგვიგვარდენ?ყველაფერზე მიეფებიან,გარდა თამაშის მსვლელობისა უჯიგროდ ნეიტრალურად,თრიბუნები წითელ-ყვითელი სკამებით ცარიელია,ტბილისელები უჯიგროები ხდებიან,გორელები მაინც მოეწვიათ ვაი ბიზნესმენებს,უფასოდ,ცარიელ სტადიონს შეავსებდენ,უქომაგებდენ.ეგოისტები ვართ,როგორ გვინდა ევრო ფეხბურთი დალაშქვრა
The Cruzaders GB
19:01 18-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული