თორნიკე ოქრიაშვილი: "ლიონის" სათამაშო სქემა არ შეცვლილა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებების შემდეგ, ხუთშაბათს, 20 თებერვალს სტარტს ევროპალიგის 1/16-ფინალები იღებს და ოდესის "ჩერნომორეცი", სადაც ახლახან "ილიჩევეციდან" გადასული თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს, ფრანგულ "ლიონს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩის შესახებ ქართველმა ლეგიონერმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ კლუბში ძველი შემადგენლობა აღარ არის, მათი სათამაშო სქემა არ შეცვლილა.

"ლიონი" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ნაწილმა დატოვა. ჩვენ ვუყურეთ მათ თამაშს. ისინი თითქმის იგივენაირად თამაშობენ, უბრალოდ, ოდნავ შეიცვალა შემადგენლობა, ხოლო სქემა იგივე დარჩა," - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი იანვრის სატრანსფერო პერიოდში
გადავიდა ოდესურ კლუბში და "ჩერნომორეცის" მაისურით ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

კახა თორია

მომზადებულია footboom.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩების წინ: უეფამ დანის პირზე აღარ გაიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული