16:18 28-11-2014
სამი მეგობარი, რომელმაც "ტოტენჰემი"-"პარტიზანის" მატჩი კინაღამ ჩაშალა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის 41-ე წუთზე ისინი რიგრიგობით შეიჭრნენ მოედანზე. სამივე მათგანს BassBuds-ის მაისურები ეცვა, რომელიც ყურსასმენების მწარმოებელი ფირმაა.
პირველი შემოჭრილის შეჩერება სტიუარდებს ძალიან გაუჭირდათ, მან მოედანზე მთელი 2 წუთი დაჰყო და "ტოტენჰემის" სამ ფეხბურთელთან ერთად მოასწრო "სელფის" გადაღება.
მეორე შემოჭრილს რობერტო სოლდადომ მაისური გახადა, ხოლო მესამეს წაქცევა მუსა დემბელემ შეძლო. მოკლედ, "ტოტენჰემის" ფეხბურთელებმა უფრო იყოჩაღეს, ვიდრე წესრიგის დამცველებმა.
პოლიციამ სამივე დამნაშავე დააკავა, ხოლო უკრაინელმა რეფერიმ, არანოვსკიმ ფეხბურთელები 10 წუთით გასახდელებში ჩაიყვანა.
BassBuds-ის წარმომადგენლობამ დაგმო ეს საქციელი და განაცხადა, რომ ფირმას ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არა აქვს.
შეგახსენებთ, რომ თამაში ინგლისურმა კლუბმა 1:0 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული