როგორც სააგენტო "აზერიფუტბოლი" იტყობინება, "ინტერის" ქართველმა ფანებმა, რომლებიც ბაქოში საყვარელი გუნდის სანახავად ჩავიდნენ, სტადიონის სიახლოვეს მილანური კლუბის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს და "ინტერის" გასამხნევებლად სკანდირებდნენ.
ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ეს შეურაცხყოფად მიიღეს და კინაღამ დიდი ჩხუბი ატყდა.
პოლიციამ ბანერები ჩამოხსნა და შეტაკების საფრთხე აღკვეთა, რის შემდეგაც ქართველმა ქომაგებმა სტადიონის ტერიტორია დატოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"