ბაქოში მილანის "ინტერის" ქართველ ფანებზე საცემრად გაიწიეს [PHOTO]

AutoSharing Option
როგორც იცით, დღეს, 11 დეკემბერს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდება. ბაქოში, რესპუბლიკურ სტადიონზე, ადგილობრივი "ყარაბაღი" მილანის "ინტერს" დაუხვდება.

როგორც სააგენტო "აზერიფუტბოლი" იტყობინება, "ინტერის" ქართველმა ფანებმა, რომლებიც ბაქოში საყვარელი გუნდის სანახავად ჩავიდნენ, სტადიონის სიახლოვეს მილანური კლუბის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს და "ინტერის" გასამხნევებლად სკანდირებდნენ.

ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ეს შეურაცხყოფად მიიღეს და კინაღამ დიდი ჩხუბი ატყდა.

პოლიციამ ბანერები ჩამოხსნა და შეტაკების საფრთხე აღკვეთა, რის შემდეგაც ქართველმა ქომაგებმა სტადიონის ტერიტორია დატოვეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
თბილისის დინამოს სხვა ქვეყნის გუნდთან თამაშზე ბაქოდან რომ ჩამოვიდნენ და ბანერები გამოფინონ,როგორ "ისიამოვნებთ"?სულ *** ქართველები!!!
ლევანი
10:50 11-12-2014
0
დინამოს ან რომელიმე სხვა ქართულ გუნდს რომ ეთამაშა ბაქოში, ამ "ფანების" ნახევარი არ ჩავიდოდა იქ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული