რომის "დარბევის" მონაწილე "ფეიენოორდის" ფანებს პატიმრობა მიუსაჯეს

AutoSharing Option
იტალიის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა "ფეიენოორდის" იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც 19 თებერვალს, "რომასთან" ევროპის ლიგის 1/16-ფინალური მატჩის წინ რომში არეულობები მოაწყვეს.

დღე-ღამის განმავლობაში იტალიელმა სამართალდამცველებმა სულ 52 ფანი დააკავეს. სასამართლომ მათგან სამს 16-თვიანი, ექვსს კი - 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ რვა ხულიგანს საპატიმროში 6 თვის გატარება ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ მათ 45-45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა აკმარა.

"ფეიენოორდის" გულშემატკივრებმა არეულობები პიაცა დი სპანიას მოედანზე (ესპანეთის მოედანზე) მოაწყვეს, ცნობილი ესპანური კიბე კი ლუდის ბოთლებითა და სხვა ნარჩენებით დაანაგვიანეს. ამასთან, მათ დააზიანეს ცოტა ხნის
წინ აღდგენილი შადრევანი "ბარკაჩა". შეტაკებისას პოლიციის რამდენიმე ოფიცერმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩები: მონატრებული ქართული გოლი [VIDEO]
ევროპის ლიგა. 1/16-ფინალი. I მატჩების წინ: არეულობა რომში [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული