26 თებერვალს ევროპალიგის საპასუხო 1/16-ფინალური მატჩები გაიმართება.
ჩვენი ყურადღება, უმთავრესად, პირეოსისკენ იქნება მიმართული, სადაც "დნიპრო" შეეცდება, კიევში მოპოვებული 2:0 ისე დაიცვას, რომ მერვედფინალში გავიდეს. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში "ოლიმპიაკოსის" კარში გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა.
წყვილების უდიდესი ნაწილი პირველი მატჩების მერეც დაბალანსებულია და ძალიან საინტერესო ბრძოლებიც გველის.
ერთ შეხვედრას კი არასაფეხბურთო ინტრიგაც ემატება - მოგეხსენებათ, "რომა"-"ფეიენოორდის" წინ ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა იტალიის დედაქალაქის აკლება მოინდომეს, მაგრამ კარაბინერებისგან მაგრად მოხვდათ.
რამდენიმე წყვილში ყველაფერი ცხადია და საპასუხო მატჩები მხოლოდ
ასევე დიდი ანგარიშით მოიგო "ევერტონმა" სტუმრად "იანგ ბოისთან" და ლივერპულში გასეირნება ელის.
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები
26 თებერვალი
ზენიტი-პსვ 21:00 (1:0)
დინამო მ.-ანდერლეხტი 21:00 (0:0)
გლადბახი-სევილია 22:00 (0:1)
ლეგია-აიაქსი 22:00 (0:1)
დინამო კ.-გენგამი 22:00 (1:2)
ზალცბურგი-ვილიარეალი 22:00 (1:2)
ბეშიქთაში-ლივერპული 22:00 (0:1)
ფიორენტინა-ტოტენჰემი 22:00 (1:1)
ინტერი-სელტიკი 22:00 (3:3)
ევერტონი-იანგ ბოისი 00:05 (4:1)
ბრიუგე-ოლბორგი 00:05 (3:1)
ბილბაო-ტორინო 00:05 (2:2)
სპორტინგი-ვოლფსბურგი 00:05 (0:2)
ოლიმპიაკოსი-დნიპრო 00:05 (0:2)
ნაპოლი-ტრაბზონი 00:05 (4:0)
ფეიენოორდი-რომა 00:05 (1:1)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"