19 მარტს კიევში "დინამოსა" და "ევერტონის" ევროპალიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს, ტურნირის ისტორიის მანძილზე, გულშემატკივრების სარეკორდო რაოდენობა დაესწრო.
მატჩს 67 553 ადამიანი დაესწრო, რაც ევროპალიგის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ კიევის "დინამომ" ლივერპულის "ევერტონი" ანგარიშით 5:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის "ევერტონის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
აქამდე ევროპილის ლიგის დასწრების რეკორდი 67 328 ადამიანი იყო, რომელიც 2011/12 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი"-"აიაქსის" 1/16-ფინალურ შეხვედრაში დაფიქსირდა.
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდი: 18.09.13. შალკე-სტიაუა 3:0 -
ფინალის რეკორდი: 09.05.12. (ბუქარესტი) ატლეტიკო-ატლეტიკი 2:0 - 52 347
კვალიფიკაციის რეკორდი: 19.08.10. ბორუსია (დ)-ყარაბახი 4:0 - 47 800 (პლეი ოფის პირველი მატჩი).
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები: ჯაბა თბილისს მოუახლოვდა [VIDEO]