ევროპალიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: ჯაბა თბილისს მოუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ევროპალიგის 4 ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა, რომლებიც დღეს ნიონის წილისყრაზე დაწყვილდებიან.

ევროპალიგა პოსტსაბჭოური კლუბებისგან თითქმის გაიწმინდა, დარჩა მხოლოდ ერთი და სასიხარულოა, რომ ის ევროთასებზე სექტემბრიდან შემორჩენილი ერთადერთი ქართველის, ჯაბა კანკავას "დნიპროა". აი, "ზენიტი" და კიევის "დინამო" დაემშვიდობნენ გათამაშებას, "ვოლფსბურგი" კი ამას პირველი მატჩის შემდეგ იყო შეგუებული.

მოგეხსენებათ, აგვისტოში ევროპის სუპერთასი თბილისში გაიმართება, "დინამო არენაზე" ერთ-ერთი გრანდის სტუმრობა გარანტირებული გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი დიდი გუნდი შემორჩა: "ბაიერნი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "რეალი". ისინი დღეს დაწყვილდებიან ნახევარფინალში. თბილისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ევროპალიგის
ტრიუმფატორი ხვდება და ახლა აქ "დნიპროს" თამაშის შანსი მათემატიკურად 25 %-ის ტოლია.

"დნიპრო" კიევში "ბრიუგეს" მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა, მეორეც აქეთკენ მიდიოდა და თითქოს, დამატებითი ტაიმები გარდაუვალი იყო, როცა 82-ე წუთზე რუსლან როტანმა დასარტყამ პოზიციაზე შეცვლაზე შესული ევგენი შახოვი გაიყვანა და მანაც გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ჯაბამ ახლახან მოიხადა დისკვალიფიკაცია, ასე რომ, ნახევარფინალში ის თამაშს შეძლებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებული "სევილია" "ზენიტს" ესტუმრა და ზუსტად იმავე ანგარიშით (2:1) მარცხდებოდა "პეტროვსკიზე", რითაც შინ იმარჯვა, მაგრამ 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ფრანგმა კევინ გამეირომ გაიტანა და "სევილია" ნახევარფინალში გაიყვანა - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიევის "დინამო" ფლორენციაში პირველივე ტაიმში 10 კაცით დარჩა, რითაც "ფიორენტინამ" კარგად ისარგებლა: მარიო გომესმა და ხუან მანუელ ვარგასმა გაიტანეს - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლიმ" პირველ მატჩში აჯობა "ვოლფსბურგს" - 4:1 და შინ 2:2-თაც დაკმაყოფილდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაშ ასე, ნახევარფინალში ორი იტალიური კლუბი გავიდა, "ნაპოლი" და "ფიორენტინა", უკრაინული "დნიპრო" და ესპანური "სევილია". დღეს ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაა. პირველი მატჩები 7 მაისს გაიმართება, საპასუხო - 14-ში. ფინალი ვარშავაშია (პოლონეთი) - 27 მაისს.

ევროპალიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
დნიპრო-ბრიუგე 1:0
გოლი: 1:0 შახოვი (82)
დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - კანკავა, როტანი - ლუხკევიჩი (91. გამა), ბეზუსი (46. შახოვი), კონოპლიანკა - სელეზნიოვი (72. კალინიჩი)
ბრიუგე (4-1-4-1): რაიანი - დე ფო, დუარტე, მეშელი, დე ბოკი - სიმონსი - რეფაელოვი, ვორმერი, შტორმი (86. ვასკესი), ისკიერდო (86. დიერქსი) - დე ზუტერი (70. ულარე)
გაფრთხილება: როტანი, კანკავა - ულარე
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-4 (5-0); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 15 000

ფიორენტინა-დინამო 2:0
გოლები: 1:0 გომესი (43), 2:0 ვარგასი (94)
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ალონსო - ფერნანდესი, პისარო (84. აკვილანი), ვალერო (79. ბადელი) - სალაჰი (88. ვარგასი), გომესი, ხოაკინი
დინამო კ. (4-2-3-1): შოვკოვსკი - დანილო სილვა, ვიდა, ხაჩერიდი, ანტუნეში - რიბალკა, ბუიალსკი (69. სიდორჩუკი) - იარმოლენკო, ბელჰანდა (63. კალიტვინცევი), ლენსი - ტეოდორჩიკი (45. გუსევი)
გაფრთხილება: - ლენსი
გაძევება: ლენსი (40)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 24-3 (6-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 200

ნაპოლი-ვოლფსბურგი 2:2
გოლები: 1:0 კალეხონი (50), 2:0 მერთენსი (65), 2:1 კლოზე (71), 2:2 პერიშიჩი (73)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მესტო, ალბიოლი, ბრიტოსი, ღულამი - ლოპესი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი (60. ინსინიე), მერტენსი - იგუაინი (68. საპატა)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში (79. დოსტი), ნალდო, კლოზე, როდრიგესი (66. შაფერი) - გილავოგი (75. იუნგი), ლუის გუსტავო - პერიშიჩი, არნოლდი, კალიჯური - ბენდტნერი
გაფრთხილება: -
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-17 (4-7); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 18 090

ზენიტი-სევილია 2:2
გოლები: 0:1 ბაკა (6-პენ), 1:1 რონდონი (48), 2:1 ჰალკი (72), 2:2 გამეირო (85)
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, ნეტო, ლომბერტსი, კრიშიტო - გარსია, ვიტსელი - ჰალკი, დანი, შატოვი - რონდონი (83. კერჟაკოვი)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, პარეხა (21. იბორა), კარიშო, ტრემულინა - კრიხოვიაკი, მბია - ვიდალი, ბანეგა, ვიტოლო (92. დ. სუარესი) - ბაკა (73. გამეირო)
გაფრთხილება: ნეტო, ვიტსელი, ლოდიგინი - იბორა, ბანეგა
კუთხური: 11-10; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 24-10 (6-5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 24 00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარია კანკავა მაგრად ითამაშA IMედია ფინალში გავლენ:: სუპერთასს რაც შეეხება ალბათ BAრსა ნაპოლის ვიხილავთ თBILIსშHI DDD
fgrggerg
03:03 24-04-2015
0
ვინ გასწავლა მათემათიკა ნეტა. 1/8 რანაირადაა დნიპროს ჩამოსვლის შანსი. ჯამში რო 8 გუნდია მიტომ?
4-4 გუნდი ცალცალკეა 2-ვე ტურნირშI. 1 ტურნირში რო თამაშობდეს 8-ვე კიდე ჰო.
giga
09:59 24-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული