გონსალო იგუაინი: "ნაპოლის" ევროპალიგის მოგება ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის სურს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მიზნად ევროპის ლიგის მოგებას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში "ნაპოლი" ჯაბა კანკავას "დნიპროს" დაუპირისპირდება.

"ჩვენი უმთავრესი ამოცანა ისაა, რომ ევროპალიგა მოვიგოთ, - აქვეყნებს არგენტინელის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი. - ამასთან ერთად, თუკი შევძლებ საუკეთესო ბომბარდირად გახდომას, კიდევ უკეთესი იქნება. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოვიგოთ ეს ტურნირი და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული