"სანჩეს პისხუანზე" გათამაშების შარშანდელმა გამარჯვებულმა "სევილიამ" იტალიურ "ფიორენტინას" უმასპინძლა, ხოლო ჯაბა კანკავას "დნიპრო" ნეაპოლს ესტუმრა და "სან პაოლოზე" "ნაპოლის" ეთამაშა.
"დნიპრომ" ძალიან კარგ შედეგს მიაღწია, თან იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლის" უპირატესობას აშკარა ეთქმოდა - 1:1.
ჯაბა კანკავა სასტარტოში იყო და 23-ე წუთზე, ანდუხარის დიდებული "სეივი" რომ არა, ანგარიშსაც გახსნიდა. ამის შემდეგ ესპანელმა დავიდ ლოპესმა გაიტანა, მეორე ტაიმში კი (კანკავას შეცვლის შემდეგ) წუთის წინ გამოსულმა იევჰენ სელეზნიოვმა ანგარიში გაათანაბრა. ჯაბამ
მეორე დაპირისპირებაში კი თითქმის ყველაფერი გადაწყდა. ალეიქს ვიდალის დუბლით და კევინ გამეიროს გოლით "სევილიამ" 3:0 მოუგო "ფიორენტინას" და ახლა ფინალში გაღწევის დიდებული შანსი აქვს.
ევროპალიგა. 1/2-ფინალი. I მატჩები
7 მაისი
სევილია-ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 ვიდალი (17), 2:0 ვიდალი (52), 3:0 გამეირო (75)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ა. ვიდალი, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრიხოვიაკი, მბია (73. იბორა) - რეიესი (58. კოკე), ბანეგა, ვიტოლო - ბაკა (74. გამეირო)
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი (46. რიჩარდსი), სავიჩი, გ. როდრიგესი, მ. ალონსო - მ. ფერნანდესი, ბადელი (68. პისარო), ვალერო - ხოაკინი, მ. გომესი (80. ილიჩიჩი), სალაჰი
გაფრთხილება: კარიშო, კრიხოვიაკი - ალონსო, ვალერო, როდრიგესი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-13 (5-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 35 840
ნაპოლი-დნიპრო 1:1
გოლები: 1:0 ლოპესი (50), 1:1 სელეზნიოვი (81)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი - ჟორჟინიო, დ. ლოპესი (71. გარგანო) - კალეხონი (77. გაბიადინი), ჰამშიკი, ინსინიე (82. მერტენსი) - იგუაინი
დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - კანკავა (69. ბეზუსი), ფედორჩუკი - ლუხკევიჩი (57. გამა), როტანი, კონოპლიანკა - კალინიჩი (80. სელეზნიოვი)
გაფრთხილება: - კანკავა, ფედეცკი
კუთხური: 14-1; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 19-3 (7-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 30 000.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"