უკრაინის პრეზიდენტის ვაჟი ევროპა ლიგის მატჩში ბურთის მომწოდებლად დაასაქმეს

AutoSharing Option
უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს უმცროსი ვაჟი მიხაილი ბურთის მომწოდებლად იყო დასაქმებული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩში, რომელშიც ლუგანსკის "ზორიამ" ვარშავის "ლეგიას" უმასპინძლა.

შეხვედრა კიევში 20 აგვისტოს გაიმართა, პრეზიდენტის 14 წლის ვაჟი კი ფოტოკორესპონდენტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილი ფეხბურთელია და კიევის "დინამოს" ასაკობრივ გუნდში თამაშობს, თუმცა კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ 14-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდის განაცხადში მისი გვარი მითითებული არაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაასაქმეს:)ალბათ ჩააწყო, პრეზიდენტის შვილია და დასაქმება გაუჭირდებოდა? სხვამ რა ქნას ვინც უმუშევარია:)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული