ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩების წინ: "მანჩესტერი" რუნის გარეშე

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. სულ 15 წყვილია, რადგან "ფენერბაჰჩემ" და "ლოკომოტივმა" თავიანთი მატჩი უკვე გამართეს. ბრძოლაში ერთვება "სევილია", რომელიც გასული სეზონის გამარჯვებულია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგიდან ევროპალიგაზე გადმოერთო და დანიურ "მიდტიულანდს" სტუმრობს. ლუი ვან გაალს, თითქოს, პრობლემები აკლდა - მან გუნდის შეტევის ლიდერი უეინ რუნი დაკარგა.

გამოცდილ ფორვარდს მუხლის ტრავმა აქვს, რომელიც მას სულ მცირე, ორ თვეს გამოატოვებინებს. მოკლედ, აპრილამდე "იუნაიტედმა" რუნის გარეშე თამაში უნდა ისწავლოს და ეს დღეიდან უნდა დაიწყოს.

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "პირადად მირჩევნია
ინგლისის თასი მოვიგო, რადგან ეს თასი უკვე მოგებული მაქვს, მაგრამ კლუბისთვის მნიშვნელოვანია ტურნირის მოგება, რომელიც გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას იძლევა".

პლეი ოფის სტადიაზე მონაწილე 32 გუნდიდან 11-ს მოუგია ეს ტურნირი (ან მისი წინამორბედი უეფას თასი) წარსულში. ამ 11-მა კლუბმა ჯამში 18-ჯერ მოიგო პრესტიჟულობით ევროპის მეორე ტიტული.

ამათგან ყველაზე მეტჯერ "სევილიამ" მოიგო ტურნირი - 4-ჯერ. "ლივერპულის" ანგარიშზე სამი ტიტულია.

პლეი ოფის მონაწილე ხუთ გუნდს ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) აქვს მოგებული - "დორტმუნდს", "მანჩესტერს", "ლივერპულს", "მარსელსა" და "პორტუს". სულ 12 ტიტული მოდის ამ ხუთ კლუბზე ("ლივერპული" 5-გზის გამარჯვებულია).

ხუთშაბათი. 18 თებერვალი
ანდერლეხტი-ოლიმპიაკოსი 22:00
დორტმუნდი-პორტუ 22:00
ფიორენტინა-ტოტენჰემი 22:00
მიდტიულანდი-მანჩესტერი 22:00
სევილია-მიოლდე 22:00
სტ. ეტიენი-ბაზელი 22:00
ვილიარეალი-ნაპოლი 22:00
აუგსბურგი-ლივერპული 00:05
გალათასარაი-ლაციო 00:05
მარსელი-ბილბაო 00:05
შახტარი-შალკე 00:05
სიონი-ბრაგა 00:05
სპარტა-კრასნოდარი 00:05
სპორტინგი-ლევერკუზენი 00:05
ვალენსია-რაპიდი 00:05

საპასუხო მატჩები - 25 თებერვალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ,როგორც ჩანს ლუჩესკუმ არაბიძე მართლაც მოიძულა.ბოლო თამაშები არ ათამაშა,შეცვლაზეც კი.ახლა შემადგენლობაშიც კი არ ჰყავს.საინტერესოა რა ხდება.
ჯ.ჩ.
15:57 18-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული