საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ამხანაგური შეხვედრა სტუმრად ბულგარეთში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

სოფიაში, ბულგარეთის ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 74-ე წუთზე კრისტიან პეშოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო გია გეგუჩაძის გუნდს 12 ფეხბურთელი აკლდა.

ქართველმა 21-წლამდელებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარეს: კუპატაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, კიკნაძე (ელოშვილი), ხარაიშვილი, მოხევიშვილი (იმნაძე), ბიძინაშვილი (გვარაძე), თევზაძე, შულაია.
სათადარიგოები: ქურდაძე, კულუა, გიორბელიძე, გიორგაძე,
მაჭარაშვილი, ჩაჩუა, ართმელაძე
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გია გეგუჩაძის გუნდი ბულგარეთიდან მონტენეგროში გადაინაცვლებს, სადაც 12 ივნისს უკვე ამ ქვეყნის 21-წლამდელებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქეები მესამე შესარჩევ ჯგუფში ასევე არიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ნაკრებში მუშაობა და კლუბში მუშაობა ძალიან განსხვავდება.გეგუჩაძე არაა ნაკრების მწვრთნელი ის კლუბში უფრო მეტად შედეგიანია!
Dragonfly
10 ივნისი 2017 13:14
0
დს
gega
10 ივნისი 2017 13:10
0
არ გააკაროთ გეგუჩაძე სხვა ასაკობრივ ნაკრებებს, განსაკუთრებით U19 -ს, რომელსაც ეხლა ევროპის ფინალი აქვს სათამაშო, თორემ იქაც ბევრ სისულელეს გააკეთებინებს მწვრთნელებს. არც ისინი არიან დიდად ფროფესიონალები, მაგრამ მაგაზე კარგი შედეგები მაინც აქვთ.
ფედერაციას
10 ივნისი 2017 10:11
0
ase uazrod gundi mteli tamashi tamashobdes jer ar minaxavs, tanamedrove fexburtidan zaan shors arian. rame xeloba astavlet ab bavshvebs jobia, vidre aset arastor feburts achvevt)))
tazo
09 ივნისი 2017 15:51
0
eg saburtalos gundi iko tu u21? amaze kai fexburtelebi tu ar gvkavs am asakshi davgupulvart da eg aris(((
kai bichi
09 ივნისი 2017 15:36
0
kidev kargi geguchadze mtavari nakrebis mtvrnelad ar danishnes))) rogor unda gazardo bavshvi fexburtelad da ra unda astavlo, amas jer kidev sakartveloshi ver xvdebian...tu vinmem erti,ori kazi moatkua egreve varskvlavebad natlaven sakartveloshi da gupaven bavshvebs, imataz tavi fexburteli ggoniat, mokled zalian dabali donea, bevri mushaoba sachiro da bevri profesionali, amatgan vinz itamasha u21-shi feburteli ver davinaxe, egeni ki sakartvelos momavalia da ra gamodis?? ukan svlit mivdivart kidev.
jason
09 ივნისი 2017 15:33
0
lodini,lodini,lodini.
erti mtavari mcvrtneli ocnebis aqtivisti,
meore nakrebis mtavari mcvrtneli ocnebis aqtivisti,bavhvta fexburti ocnebis moconebulni.
ra ginda sxva. admn ar dabloko gtxovt.es mcare simartlea.
S.P
09 ივნისი 2017 14:56
0
იმისათვის, რომ ფეხბურთელმა სწრაფად იმოძრაოს, ადრეულ ასაკში უნდა ჩაეყაროს საფუძველი სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას. როდესაც ეს ეტაპი არ აქვთ განვლილი, იძულებული ხდება მწვრთნელი, რომ პოზიციური ფეხბურთი ათამაშოს გუნდი, რადგან მეტოქეზე ტემპში აყოლაზე უმალ გოლს იღებს საკუთარ კარში. ბ-ნი ნოდარ ახალკაცი ყოველთვის გაურბოდა ტემპში აყოლას. ის დიდი "დინამო" თვითონ არეგულირებდა თამაშის ტემპს, შემადგენლობაში დიდოსტატები ჰყავდა და ამიტომაც მიაღწია უდიდეს წარმატებებს. ვისაც ფეხბურთი მხოლოდ სწრაფად სირბილი ჰგონია, შეუძლია საერთოდ დაანებოს თავი ფეხბურთის ყურებას.
tngh
09 ივნისი 2017 14:19
0
tngh-ს. გეყოთ რა ნოტაციების კითხვა. გარწმუნებ, სანამ არ იქნება შედეგი, არასოდეს არ იქნება კეთილი განწყობა ადამიანების მხრიდან. იქნება შედეგი, მომენტალურად გაჩნდება კეთილი განწყობები. ფეხბურთი განსაკუთრებით უყვარს ქართველებს და ჩვენი ფეხბურთის მესვეურებმა თავიანთი "მოღვაწეობით", მაინც ვერ შეაძულეს ბოლომდე ქართველ ხალხ ის. თუმცა სანამდე შეიძლება ლოდინი? ყველაფერს ხომ აქვს დასასრული!! პროფესორ ტოჟე მნე!!
geno
09 ივნისი 2017 12:44
0
ორსიტყვიანი ქართული ანეგდოტი - „ღირსეული წაგება“!!!!!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09 ივნისი 2017 12:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული