ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ამხანაგური შეხვედრა სტუმრად ბულგარეთში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

სოფიაში, ბულგარეთის ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 74-ე წუთზე კრისტიან პეშოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო გია გეგუჩაძის გუნდს 12 ფეხბურთელი აკლდა.

ქართველმა 21-წლამდელებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარეს: კუპატაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, კიკნაძე (ელოშვილი), ხარაიშვილი, მოხევიშვილი (იმნაძე), ბიძინაშვილი (გვარაძე), თევზაძე, შულაია.
სათადარიგოები: ქურდაძე, კულუა, გიორბელიძე, გიორგაძე,
მაჭარაშვილი, ჩაჩუა, ართმელაძე
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გია გეგუჩაძის გუნდი ბულგარეთიდან მონტენეგროში გადაინაცვლებს, სადაც 12 ივნისს უკვე ამ ქვეყნის 21-წლამდელებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქეები მესამე შესარჩევ ჯგუფში ასევე არიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
ასევე დაგაინტერესებთ