ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U21. მონტენეგრო VS საქართველო - გეგუჩაძის გუნდის მეორე ტესტი

AutoSharing Option
დღეს, 12 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად მონტენეგროში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. მატჩი პოდგორიცაში თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.

- გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე დღის წინ ამხანაგურად სოფიაში, ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქეები მესამე შესარჩევ
ჯგუფში ასევე არიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
ასევე დაგაინტერესებთ