საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატებს 0:1 სძლია

AutoSharing Option
21 წლამდე ფეხბურთელთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. "ჰრვატსკი ვიტეზოვის" სტადიონი
ხორვატია-საქართველო 0:1
გოლი: თარხნიშვილი (5)
გაფრთხილება: იოჟინოვიჩი, კვეკვესკირი, ჩელიაკი, ვუკუშიჩი, ჯიშკარიანი, მჭედლიძე
მსაჯი: ილიას სპატასი (საბერძნეთი)

საქართველო: მაკარიძე, ჯიშკარიანი, კაკუბავა (კაპ), კვირკველია, აფაქიძე, ყაზაიშვილი (ბეგლარიშვილი 90+2), თარხნიშვილი, კვეკვესკირი, შეყილაძე (იოსელიანი 64), ძალამიძე (ჯიღაური 90), მჭედლიძე
მთ.მწვრთნელი: ოთარ გაბელია
ხორვატია: კალინიჩი, ცელიაკი (შლიშკოვიჩი 68), იოზინოვიჩი, პავლოვიჩი, კელიჩი, ადემი, ვუიჩევიჩი, ჩოპი, ვუკუშიჩი, ტრებოტიჩი (ტიჩინოვიჩი 46), ლენდრიჩი (კოვაჩიჩი 46)
მთ.მწვრთნელი: ივო შუშაკი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიაში, მასპინძელ თანატოლებთან 2013 წლის ახალგაზრდულ
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის მატჩში გამარჯვება იზეიმა.

ოთარ გაბელიას ფეხბურთელებმა შეხვედრა შესანიშნავად - სწრაფი გოლით დაიწყეს. მატჩის მე-5 წუთზე, ანგარიში თორნიკე თარხნიშვილმა გახსნა. სწორედ, ეს გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი და იმ გამარჯვების მომტანი, რომელმაც დიდი ოპტიმიზმით აავსო ქართველი გულშემატკივარი.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. საკმაოდ უხეშობდნენ ხორვატი ახალგაზრდები და პირველ ტაიმში მათ სამი ყვითელი ბარათი მიიღეს. ქართველთაგან აქტიურობით ლევან მჭედლიძე გამოირჩეოდა, რომელმაც არაერთხელ შეაწუხა მეკარე კალინიჩი. აღსანიშნავია ვაკო ყაზაიშვილისა და ნიკა ძალამიძის აქტიური თამაშიც.

რაც მთავარია, ახალგაზრდული ნაკრების თითოეული წევრის თავდადებული და სწორი თამაშის წყალობით, გუნდმა შესანიშნავი და საჭირო გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებით დაწყება კი, უამრავი თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია.


Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ბიჭებო ცოტაც დარჩა:)
0
მოვიგეეეეთ! :) გაიხარეთ ბიჭებო, მაგრები ხართ, დიდი მადლობა! მომავალი ჩვენია!
0

სიახლეები პოპულარული