დებიუტი გოლით

AutoSharing Option
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მზადებას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი 19-წლამდელები ბელარუსში არიან მოსამზადებელ შეკრებაზე. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა გუშინ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი ჭაბუკები ბელარუსებს გაეჯიბრნენ. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ამ მატჩის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ მოვითხრო. მისი თქმით, ანგარიში მე-17 წუთზე მასპინძლებმა პენალტით გახსნეს და ტაიმიც მოიგეს. ჩვენი გუნდი მარცხისგან "ბარსელონას" თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ იხსნა, რომელმაც პირველად ითამაშა გუცაევის გუნდში.

შემადგენლობა კი ასეთი იყო: ნადირაძე, ხუჭუა, კვირკველია, ბრაჭული, აფაქიძე, ჩელებაძე (დიასამიძე), ელიზბარაშვილი,
ფუტკარაძე, სიხარულია, ჩაფიძე (უგულავა), ჭანტურია.
დაბოლოს, ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები ბელარისში მომდევნო ამხანაგურ მატჩს 10 ივლისს ისრაელის 19-წლამდელთა წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული