დევდარიანის ნაკრები ელიტრაუნდს მიუახლოვდა - თურქეთი-საქართველო 1:1

AutoSharing Option
13 ნოემბერი. თურქეთი. ესქიშეჰირი. "ათათურქი"
თურქეთი-საქართველო 1:1
გოლი: 0:1 სხირტლაძე (60. ჭანტურიას პასით), დერიჯი 1:1 (74).

თურქეთი საქართველო
ოჟენჩი ლეგაშვილი
კანდემირი გრიგალაშვილი
ბაშიბიუიკი ხოჭოლავა
აზგარი სანდოხაძე
ნუკანი ტვილდიანი
ჩალხანოღლუ გიგაური
იოკუშლუ რეხვიაშვილი
ილმაზი პარუნაშვილი
დერიჯი ყაზაიშვილი
უჩანი ჭანტურია
საიანი სხირტლაძე
მთ. მწვრთნელი: მთ. მწვრთნელი:
თ. კაფკასი გ. დევდარიანი

თურქეთი:
46. აზგარი - ჩიფტპინარი
64. საიანი - შახინი
72. იოკუშლუ - თორუნი
სათადარიგოები: უისალი, ათასევენი, ფეხლივანი, ბარდაკჩი.

საქართველო:
55. რეხვიაშვილი - კილასონია
86. სხირტლაძე - კიკნაველიძე
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, კალანდია, გელაშვილი, პაპავა,
რუხაძე.

არბიტრი: ს. მაკლინი (შოტლანდია)
გაფრთხილება: ნუკანი (26), ბაშიბიუიკი (54), ჭანტურია (55), ტვილდიანი (73), კილასონია (82), შახინი (89), ილმაზი (92).
გაძევება: ბაშიბიუიკი (75).

გუშინ ჯგუფის ლიდერები, საქართველო და თურქეთი შეხვდნენ ერთმანეთს და უეფას ტექსტური რეპორტაჟიდან ჩანს, რომ მატჩი მძიმედ და დაძაბულად წარიმართა, წესების დარღვევის გამო თამაში ხშირად ჩერდებოდა.

ყველაზე სახიფათო მომენტი 41-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ხაკან ჩალხანოღლუს დარტყმისას მეკარე დავით ლეგაშვილმა ჩვენები გადაარჩინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: გიორგი დევდარიანმა მოედნის ცენტრში თამაშის გასააქტიურებლად 55-ე წუთზე ვარლამ კილასონია ჩართო თამაშში, ხუთ წუთში კი ქართველები დაწინაურდნენ: გიორგი ჭანტურიას საჯარიმო დარტყმის შემდეგ დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ ანგარიში გახსნა - 0:1.

მასპინძლებმა 74-ე წუთზე გაათანაბრეს - ოკან დერიჯმა თავისუფალი დარტყმის გათამაშების შედეგად გაიტანა - 1:1.

თურქების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: 75-ე წუთზე სეფა ბაშიბიუიკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.
თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეკარე ლეგაშვილმა ქართველები ორჯერ გადაარჩინა: 87-ე წუთზე ჩალხანოღლუს დარტყმა მოიგერია, 91-ეზე კი კუთხურისას ბურთი კარისკენ ატინჩ ნუკანიმ გაგზავნა და ლეგაშვილმა კვლავ ჩინებულად ითამაშა.

საბოლოოდ, ქართველებმა შეხვედრა ხელსაყრელი ანგარიშით - 1:1 დაასრულეს და ლიდერობა შეინარჩუნეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში პოლონეთმა ლუქსემბურგს 2:1 მოუგო.

პოლონეთი 2:1 ლუქსემბურგი
გოლები: 1:0 მილიკი (17), 2:0 დრევნიაკი (53), 2:1 ლუიზი (82).

მეორე ტურის შემდეგ ჯგუფში თურქეთი და საქართველო გალიდერდნენ. გამარჯვებულის და ელიტრაუნდში გასულთა ვინაობა 16 ნოემბერს გაირკევვა - ბოლო ტურში საქართველო ლუქსემბურგს შეხვედება და მშვენიერი შანსი აქვს, ბევრი გაიტანოს და ბურთების უკეთესი სხვაობით პირველი ადგილი დაიკავოს, თურქეთი კი უფრო რთულ მეტოქეს, პოლონეთს ეთამაშება.

U19. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
თურქეთი 2 1 1 0 4:1 4
საქართველო 2 1 1 0 4:2 4
პოლონეთი 2 1 0 1 3:4 3
ლუქსემბურგი 2 0 0 1:5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, ბიჭებო! ეხლა მთავარია ლუქსემბურგთან არ მოეშვათ.
Tornike
17:02 14-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული