U21: ესპანეთი მიუწვდომელია, საქართველო მეოთხეზე დაეშვა

AutoSharing Option
ესპანეთი-შვეიცარია 3:0
გოლები: 1:0 მუნიაინი (8), 2:0 ალკანტარა (26. პენ.), 3:0 ბარტრა (45)

ხორვატია-ესტონეთი 4:0
გოლები: 1:0 ჩოპი (14), 2:0 ვუკუშიჩი (42), 3:0 ადემი (75), 4:0 ვუკუშიჩი (81)

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გრძელდება და თანდათან მცირდება იმ გუნდების რაოდენობა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის ბოლო, ისიც თეორიული შანსი რამდენიმე დღის წინ შვეიცარიაში განადგურებით დაკარგა, 14 ნოემბერს კი ჩვენი ახალგაზრდული ისვენებდა და მეტოქეებმა ითამაშეს, რის შედეგადაც სოსო ჭედიას გუნდი ჯგუფის სატურნირო ცხრილში მესამედან მეოთხე საფეხურზე დაეშვა.

თავიდანვე
ცხადი იყო, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთისთვის დიდი წინააღმდეგობის გამწევი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი შვეიცარია იყო, მაგრამ მათმა შეხვედრამ ამ ორი გუნდის კლასს შორის სხვაობა ნათლად წარმოაჩინა.

ესპანელებმა სტუმრები უშანსოდ პირველივე ტაიმში დატოვეს, სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და მატჩის მეორე ნახევარი ფორმალობად აქციეს. მოკლედ, ეს შვეიცარია სულაც არ აღმოჩნდა იმ დონის გუნდი, მასთან ორ მატჩში თუნდაც ქულა ვერ აგვეღო.

მეორე წყვილში რა შედეგიც უნდა დაფიქსირებულიყო, ერთ-ერთი გუნდი მაინც გადაგვისწრებდა და ეს ხორვატებმა შეძლეს. ივო შუშაკის გუნდმა, რომელმაც მიმდინარე შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრებთან საშინაო მარცხით დაიწყო, ციკლში მეორედ გაიმარჯვა, ესტონელები კი, მართალია, უქულოდ არ არიან, მაგრამ ოთხ შეხვედრაში ერთხელაც არ გაუტანიათ.

იმედია, ბალტიისპირელები ნავსს მაინცდამაინც საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში არ გატეხენ. ჩვენებს უახლოესი მატჩი სწორედ ესტონეთთან უწევთ - სტუმრად, მომავალი წლის 5 ივნისს.

გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 5 0 0 20-2 15
2. შვეიცარია 5 3 1 1 10-3 10
3. ხორვატია 5 2 0 3 5-7 6
4. საქართველო 5 1 0 4 3-15 3
5. ესტონეთი 4 0 1 3 0-11 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული