იყო სიტყვა, არის საქმე - საქართველო პირველია!

AutoSharing Option
U19. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.
16 ნოემბერი. ესქიშეჰირი. ანადოლუს უნივერსიტეტი
ლუქსემბურგი 0:2 საქართველო
გოლი: 0:1 ფრიზინგი (71. საკ. კარ.), 0:2 ყაზაიშვილი (74).

ლუქსემბურგი საქართველო

ფრიზინგი ლეგაშვილი
მოოსი გრიგალაშვილი
შპელერი ხოჭოლავა
ზინაბელერი სანდოხაძე
ფილიპსი ტვილდიანი
მასტრანგელო გიგაური
ბასტოსი რუხაძე
დრაგოვიჩი პარუნაშვილი
დეიდდა პაპავა
დე სოუზა ყაზაიშვილი
ჯეკსონი სხირტლაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
რ. ბროი გ. დევდარიანი

ლუქსემბურგი:
60. მასტრანგელო - ლუიზი
სათადარიგოები: ჰესი, კლაპი, რაიხლინგი, ჰოლცი, ვალეტა, მორო.

საქართველო:
37. რუხაძე - გელაშვილი
58. პაპავა - რეხვიაშვილი
69. სანდოხაძე -
კალანდია
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, კიკნაველიძე, კილასონია.

არბიტრი: ო. დრახტა (ავსტრია)
გაფრთხილება: მოოსი (20), ხოჭოლავა (25), ბასტოსი (39), ტვილდიანი (56), სანდოხაძე (68), ლუიზი (82).

ორი ტურის შემდეგ ჯგუფში თურქეთი და საქართველო ლიდერობდნენ და ელიტრაუნდში გასასვლელად ჩვენებს ბოლო, ლუქსემბურგთან შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მოგებაც ხელს აძლევდა, მაგრამ გიორგი დევდარიანს მხოლოდ ეს არ აკმაყოფილებდა, პირველ ადგილზე გასვლა სურდა და მისმა გუნდმა მიზანს მიაღწია!

უეფას ვებგვერდის ცნობით, პირველი სახიფათო მომენტი მეტოქემ შექმნა: მე-19 წუთზე იანიკ ბასტოსმა სახიფათოდ დაარტყა და მეკარე დავით ლეგაშვილმა საიმედოდ ითამაშა.

ეს იყო და ეს, შეხვედრა ამ მომენტიდან ბოლო წუთებამდე ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით არნემის "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი აქტიურობდა, რომელმაც პირველ ტაიმში ოთხჯერ მწვავედ შეუტია მეტოქის კარს, მაგრამ მეკარე ჯო ფრიზინგმა ლუქსემბურგელები ოთხჯერვე იხსნა. ტაიმის ბოლოს საგოლე შანსი მიეცა პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველ მერაბ გიგაურსაც, მაგრამ ფრიზინგმა ამჯერადაც კარგად ითამაშა.

სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, ქართველები კვლავ უტევდნენ და საგოლე მომეტებსაც ქმნიდნენ, ლუქსემბურგელთა მეკარე კი, რომ იტყვიან, მაგრად იდგა: საგოლე მომენტები ჰქონდათ თბილისის დინამოელ გიორგი პაპავას, შემდეგ ისევ გიგაურს, ყაზაიშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ შეტევაში ჩართულ ცენტრალურ მცველ ნიკა სანდოხაძესაც შეეძლო გატანა. მოკლედ, ქართველები ბევრს და მწვავედ უტევდნენ, მაგრამ მიზანს ვერა და ვერ აღწევდნენ.

ისევე, როგორც პოლონეთთან შეხედრაში, ქართველებს ამჯერადაც ის დაეხმარა, ვინც ყველაზე მეტ წინააღმდეგობას უწევდა - 70-ე წუთზე ყაზაიშვილმა კუთხური ჩააწოდა, ლუქსემბურგელთა ყოჩაღმა მეკარე ფრიზინგმა კი... ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 0:1.

ყაზაიშვილი ამის მერეც აქტიურობდა, მეკარემ ერთხელაც აჯობა, მაგრამ 74-ე წუთზე ფრიზინგიც უძლური აღმოჩნდა - ამჯერად ვაკომ ზუსტად გაისროლა - 0:2.

თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რისი ქართველები ვართ... გუნდი მოეშვა და ლეგაშვილს ორჯერ მოუხდა ოსტატობის ჩვენება: 79-ე წუთზე ანდრეა დეიდას დარტყმა მოიგერია, 88-ეზე - ჯეკ მოოსის.

საბოლოოდ, გიორგი დევდარიანის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო 2:0. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში პოლონეთმა მასპინძელ და ჩვენ კონკურენტ თურქეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, ორჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და მატჩი ჩვენთვის სასურველი ანგარიშით, 2:2 დასრულდა. ამით ჯგუფში პირველი ადგილი ჩვენებს დარჩათ, გიორგი დევდარიანმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კვალიფიციურ და წარმატების შემძლე სპეციალისტად ჩამოყალიბდა.

თურქეთი 2:2 პოლონეთი
გოლები: 1:0 იოკუშლუ (5), 1:1 ზელინსკი (15), 2:1 თორუნი (56), 2:2 დუდა მილიკი (66).

საბოლოო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
საქართველო 3 2 1 0 6:2 7
თურქეთი 3 1 2 0 6:3 5
პოლონეთი 3 1 1 1 5:6 4
ლუქსემბურგი 3 0 0 2 1:7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვალ ნაკრებმა რომ წააგოს იგივე ხალხი ვინც დევდარიანს ხოტბას ასხავს, რაც ჩემის აზრით სრულიად სამართლიანია,ხვალ ნაკრების წაგების შემთხვევაში, ლანძღვას დაუწყებს.ქეცბაიას მაგალითიც საკმარისია.სამწუხაროდ ეს ჩვენი საერთო სენია.
bondo
16:44 18-11-2011
0
დევდარიანისნაირ რამდენიმე გამონაკლისზე დგას ჩვენი ფეხბურთი და მათი დამსახურებაა, რო კიდე სულდგმულობს, საერთოდ.
dudu
19:35 17-11-2011
0

სიახლეები პოპულარული