ამათგან ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი ელიტრაუნდში ავტომატურად დაუშვეს - პირველი ევროპის ჩემპიონობის, მეორე ექსჩემპიონობის, მესამე კი საუკეთესო რეიტინგის გამო. ისრაელი ელიტრაუნდში საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავიდა.
ელიტრაუნდში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, ფინალურ ეტაპზე კი
ელიტრაუნდამდე ძლიერი საფეხბურთოინტერნეტკაზინო ლარივინი ქვეყნების რამდენიმე ნაკრებმა ვერ გააღწია: რუსეთმა, ბულგარეთმა, შვედეთმა, პოლონეთმა, შოტლანდიამ, სლოვაკეთმა.
ჯერ არ გარკვეულა, რომელ კალათში მოვხვდებით წილისყრისას. სავარაუდოდ, მესამეში ან მეოთხეში. ხელსაყრელ წილისყრასთან ერთად, საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი იმ შემთხვევაშიც გაიზრდება, თუ უეფა ჯგუფის მასპინძლობის უფლებას მოგვცემს. სავსებით რეალურია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს საკითხი ან 19-წლამდელებში, ან 17-წლამდელებში გაიტანოს.
ბოლოს კი შემოგთავაზებთ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მიერ პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული მატჩების შესახებ:
* საქართველოს ნაკრებიდან ორი გოლი არავის გაუტანია. თითო ბურთია ლაშა პარუნაშვილის, გიორგი ჭანტურიას, დავით სხირტლაძისა და ვალერი ყაზაიშვილის ანგარიშზე. ორი ავტოგოლი მეტოქეებმა "შეგვაწიეს";
* თითო საგოლე გადაცემა შეასრულეს ჭანტურიამ და პარუნაშვილმა;
* მეტოქეთა კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ - 7-ჯერ, ყაზაიშვილმა დაარტყა, 4 დარტყმაა ჭანტურიას ანგარიშზე;
* თამაშგარე მდგომარეობაში 5-ჯერ მოხვდა ყაზაიშვილი, 3-3-ჯერ - ჭანტურია და სხირტლაძე;
* საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან არავინ გაუძევებიათ;
* ორი გაფრთხილება მიიღო არჩილ ტვილდიანმა, თითო - ვარლამ კილასონიამ, დავით ხოჭოლავამ, ნიკა სანდოხაძემ, ჭანტურიამ, სხირტლაძემ და პარუნაშვილმა;
* ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტჯერ - 12-ჯერ, სხირტლაძე დაჯარიმდა, 7-7-ჯერ - ჭანტურია და მერაბ გიგაური;
* საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი - 9 ჯარიმა ყაზაიშვილმა მოუტანა, 8-8 - პარუნაშვილმა და თორნიკე გრიგალაშვილმა;
* საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა (საშუალოდ მატჩში 2);
* 2 გოლი მიიღო (საშუალოდ მატჩში 0,67);
* კარის ჩარჩოში 17-ჯერ დაარტყა (საშუალოდ მატჩში 5,67);
* 22 კუთხური ჩააწოდა (საშუალოდ მატჩში 7,33);
* 46-ჯერ დაჯარიმდა (საშუალოდ მატჩში 15,33);
* მთელ ევროპაში ყველაზე მეტი, 55 ჯარიმა მოიპოვა (საშუალოდ მატჩში 18,33);
* ქართველმა 19-წლამდელებმა 8 გაფრთხილება მიიღეს (საშუალოდ მატჩში 2,67)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეს მეტად საგულისხმო მონაცემია. ესეიგი ტექნიკურად კარგად ირჯებიან ჩვენი ყმაწვილები.