მივყვეთ თანმიმდევრობით და განვიხილოთ, ვის მეტად გაუმართლა წილისყრამ და ვის - ნაკლებად.
U17. ევრო 2012-ის ელიტრაუნდი
ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა - აქ, დაგვეთანხმებით, კომენტარი ნადვილად ზედმეტია. ვასილ მაისურაძის გუნდი ფორტუნამ არ დაინდო და ყველა კალათიდან ძლიერი მეტოქე არგუნა. განსაკუთრებით უსიამოვნო კი, რასაკვირველია, ესპანეთთან
თუმცა, მცირედი შვება ნამდვილად არის ის ფაქტი, რომ ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს. ბუნებრივია, ეს ჩვენს შანსებს ზრდის და იმედი გვაქვს, ქართველი 17-წლამდელები შინაურ გარემოში უფრო ყოჩაღად ითამაშებენ.
გადახედეთ სხვა ჯგუფებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რაოდენ არ გაგვიმართლა. სხვა რომ არაფერი, ბოლო კალათში რამდენიმე უკეთესი ვარიანტი გვქონდა, მაგრამ რაც არის, ეგ არის, ბრძოლა ყველასთან შეიძლება. უიმედოდ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენმა 17-წლამდელებმა რამდენიმე თვის წინ ბაქოში გამართულ ~კასპიის თასზე" ესპანელებთან 1:1-ს მიაღწიეს.
17 და 19-წლამდელთა საელიტრაუნდე მეტოქეთა შესახებ ~ლელოს" უახლოეს ნომრებში უფრო ვრცლად გიამბობთ, ახლა კი მათ მიერ ელიტრაუნამდე გავლილ გზას გადავხედოთ.
3 მატჩში 3 გამარჯვება, ბურთების შეფარდება 10-1-ზე - ასეთია ესპანელთა სტატისტიკა პირველ ეტაპზე, თუმცა ჯგუფს რთული არ ეთქმოდა. ესპანელებს მხოლოდ ჩერნოგორიელებთან გაუჭირდათ - 2:1, ხოლო მალტასა და პოლონეთს, შესაბამისად, 6:0 და 2:0 სძლიეს.
ელიტრაუნდში ინგლისმაც 9 ქულით გააღწია. ბრიტანელებმა ლატვია 4:0 გაანადგურეს, ბოსნია 2:0 დაამარცხეს, ხოლო ჰოლანდიას მინიმალურად, 1:0 მოუგეს.
სამაგიეროდ, უკრაინამ დასძლია პირველი რაუნდი რის ვაივაგლახით - 2:0 ბელგიასთან, 0:1 ხორვატიასთან და 0:0 აზერბაიჯანთან, რომელსაც მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით აართვა მეორე ადგილი.
შარშან, შემოდგომაზე თბილისში ჩატარებულ პირველ რაუნდში ინგლისის ნაკრებს ჯონ პიკოკი წვრთნიდა და ინგლისელი 17-წლამდელები საქართველოს კვლავაც მისი ხელმძღვანელობით ეწვევიან.
ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. ჩვენი ჯგუფის მატჩები მომავალი წლის 26-31 მარტს გაიმართება.
I ჯგუფი: საფრანგეთი*, შვედეთი, იტალია, შვეიცარია
II ჯგუფი: ჩეხეთი, ბელარუსი, პოლონეთი, ლუქსემბურგი*
III ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, საქართველო*, უკრაინა
IV ჯგუფი: გერმანია*, პორტუგალია, თურქეთი, ბულგარეთი
V ჯგუფი: სერბეთი, ჰოლანდია*, ირლანდია, ალბანეთი
VI ჯგუფი: დანია, შოტლანდია*, ისლანდია, ლიტვა
VII ჯგუფი: უნგრეთი,*, რუსეთი, ბელგია, უელსი
U17. ევრო 2013-ის I შესარჩევი ეტაპი
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მომავალ შემოდგომაზეც მასპინძელი იქნება. წილისყრის შედეგები არაიდეალური, მაგრამ მაინც დამაკმაყოფილებელია. ჩვენს ჯგუფში დაუმარცხებელი არავინაა და საქართველოს ნაკრებს, რომელსაც, სავარაუდოდ, გელა შეყილაძე გაწვრთნის, ელიტრაუნდში გასვლის რიგიანი შანსი აქვს.
2013 წლის ფინალურ ეტაპს სლოვაკეთი უმასპინძლებს, თბილისური მინიტურნირი კი 2012 წლის 30 ოქტომბერს დაიწყება და 4 ნოემბერს დასრულდება, ჯგუფიდან კი ელიტრაუნდში პირველ-მეორეადგილოსნები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავლენ.
I ჯგუფი: ბელარუსი, სერბეთი*, მოლდოვა, სომხეთი
II ჯგუფი: ფინეთი*, გერმანია, ანდორა, სან მარინო
III ჯგუფი: ბელგია*, ჰოლანდია, ლიტვა, ლატვია
IV ჯგუფი: ესპანეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი*
V ჯგუფი: საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, ბოსნია*
VI ჯგუფი: ავსტრია*, შვეიცარია, კვიპროსი, ფარერები
VII ჯგუფი: ინგლისი, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი*, უელსი
VIII ჯგუფი: იტალია, უნგრეთი*, ალბანეთი, ლიხტენშტაინი
IX ჯგუფი: ნორვეგია, პორტუგალია, მალტა*, ისლანდია
X ჯგუფი: ირლანდია, რუმინეთი, შვედეთი, მაკედონია*
XI ჯგუფი: დანია, ჩეხეთი*, ჩერნოგორია, რუსეთი
XII ჯგუფი: თურქეთი, ხორვატია, ყაზახეთი, ისრაელი
XIII ჯგუფი: შოტლანდია, საქართველო*, ლუქსემბურგი, უკრაინა
U19. ევრო 2012-ის ელიტრაუნდი
ნახეთ, მაგალითად, I და VII ჯგუფების შემადგენლობა და დარწმუნდებით, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გაუმართლა. სახელით, პირველი კალათიდან ერთ-ერთი უსუსტესი ბოსნია გვერგო, მეორიდან ჰოლანდია, შვეიცარია და გერმანია ავიცილეთ, მეოთხიდან კი - იტალია. ასე რომ, გიორგი დევდარიანის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.
გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ამ ჯგუფისთვისაც საქართველოს ემასპინძლა, მაგრამ უეფა ცდილობს, ეს უფლება ქვეყნებს თანაბრად გადაუნაწილოს. ასე რომ, ჩვენს 19-წლამდელებს ელიტრაუნდი ხორვატიაში ელით.
ბოსნია ელიტრაუნდში 9 ქულით გავიდა, თანაც საკმაოდ თანაბარი და ძლიერი ჯგუფიდან - რუსეთს, ირლანდიასა და ბულგარეთს, შესაბამისად, 2:0, 2:0 და 2:1 სძლია.
ხორვატიამ 7 ქულა დააგროვა და ისიც პირველ ადგილზე გავიდა - ფინეთი 4:2 დაამარცხა, მოლდოვა 4:0 გაანადგურა, ჰოლანდიასთან კი 0:0 ითამაშა.
ავსტრიელთა ნაკრები ელიტრაუნდში დაუმარცხებლად და გოლგაუშვებლად, თუმცა მეორე ადგილით გავიდა - 3:0 მალტასთან, 0:0 კი ალბანეთთან და დანიასთან.
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მომავალი წლის 3-15 ივლისს ესტონეთში ჩატარდება და მასპინძლებთან ერთად იქ მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები იასპარეზებენ. ჩვენი ჯგუფის მატჩები 25-დან 30 მაისამდე გაიმართება.
I ჯგუფი: საფრანგეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი*, ნორვეგია
II ჯგუფი: ინგლისი*, შვეიცარია, სლოვენია, ჩერნოგორია
III ჯგუფი: უნგრეთი, გერმანია, რუმინეთი, სერბეთი*
IV ჯგუფი: პორტუგალია*, უკრაინა, ირლანდია, ისრაელი
V ჯგუფი: საბერძნეთი, დანია*, თურქეთი, კვიპროსი
VI ჯგუფი: ბოსნია, ხორვატია*, საქართველო, ავსტრია
VII ჯგუფი: ესპანეთი, ბელგია, სომხეთი, იტალია*
U19. ევრო 2013-ის I შესარჩევი ეტაპი
აქ საშუალო სირთულის ჯგუფი შეგვხვდა, შესაბამისად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც, სავარაუდოდ, კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის, ელიტრაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს. ჩვენი 19-წლამდელები მომავალ შემოდგომაზეც ხორვატიაში გაემგზავრებიან, სადაც ტურნირი 26 ოქტომბერს დაიწყება და 31-ში დასრულდება.
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს ლიტვა უმასპინძლებს. ელიტრაუნდში პირველ და მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები გავლენ, რომელთაც საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. საუკეთესო რეიტინგის მქონენი, ესპანეთი, სერბეთი და თურქეთი, პირველი ეტაპისგან თავისუფლები არიან.
I ჯგუფი: ავსტრია, უნგრეთი*, ანდორა, ბულგარეთი
II ჯგუფი: ფინეთი, დანია, ჩერნოგორია, კვიპროსი*
III ჯგუფი: პოლონეთი, ჰოლანდია, სან მარინო*, მალტა
IV ჯგუფი: ჩეხეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ ირლანდია*, მოლდოვა
V ჯგუფი: გერმანია, ირლანდია, მაკედონია, ლუქსემბურგი*
VI ჯგუფი: საფრანგეთი, პორტუგალია*, ისრაელი, ლატვია
VII ჯგუფი: ბელგია, იტალია, ბელარუსი, ალბანეთი*
VIII ჯგუფი: სლოვაკეთი, ნორვეგია, ყაზახეთი, ბოსნია*
IX ჯგუფი: შოტლანდია*, შვეიცარია, სომხეთი, რუმინეთი
X ჯგუფი: უელსი, რუსეთი, შვედეთი, სლოვენია*
XI ჯგუფი: ხორვატია*, აზერბაიჯანი, საქართველო, ისლანდია
XII ჯგუფი: უკრაინა, ინგლისი, ფარერები, ესტონეთი*
* ვარსკვლავით აღნიშნულნი არიან ჯგუფების მასპინძლები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"