შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა და პირველი მატჩისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. აშკარად უკეთ გამოიყურებოდა ჩვენი მეტოქე. ალი დოსტის გუნდმა თითქმის მთელი მატჩი შეტევებში გაატარა, რაც, პირველი მატჩისგან განსხვავებით, უკეთ გამოუვიდათ.
ჩვენი ნაკრები კი, შეტევის ხაზში მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა. საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებდა ილია კერძევაძე, რომელიც ამჯერადაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა, პირველი თამაშის მსგავსად, სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ტაიმიც სულაც უგოლოდ დავასრულეთ.
მეორე
თბილისი. სტადიონი "მიხეილ მესხი"
საქართველოU16 - ირანიU16 1:1 (0:0)
გოლები: რიგი (43), ბუნტური (78)
გაფრთხილება: რიგი
მსაჯები: მალხაზ ბეუქლიშვილი, დავით ჩიგოგიძე, ლევან ვარამიშვილი, შოთა ქუხილავა
საქართველოU16: ჩაფიძე, ბაღდავაძე (ბუნტური 42), მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე (გაბედავა 78), ა.არველაძე (გელაშვილი 42), ჯობავა, ლაშხია, კერძევაძე, მესხი (შულარია 59), კობახიძე
მწვრთნელი: გელა შეყილაძე
ირანიU16: სეჯადი, ნასრი, ჯაფერი, ჰაგზადე, ჰოსეინი, ვეჯდანი (კეივანი 71), ბაზაჯი, ეზატოიაჰი (შოჯაქი 80), რიგი, ბაიოჯი (მაჰარამი 55), ჰაზამი
მწვრთნელი: ალი დოსტი
როგორც მატჩის შემდეგ ქართველი 16-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, გელა შეყილაძემ თქვა, მეორე ტესტ-მატჩი გაცილებით რთული გამოდგა. "ნელ-ნელა იკვეთება გუნდის ძირითადი ბირთვი, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია, რადგან ამ ბიჭებს, მომავალ წელს უკვე ოფიციალური ტურნირების თამაში მოუწევთ" - განაცხადა შეყილაძემ.
სფფ-ის პრესსამსახური