17-წლამდელები მინსკის ტურნირისთვის მზადებას იწყებენ

AutoSharing Option
19 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი ბელორუსში, მე-8 საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ბელორუსის ფეხბურთის ასოციაციისა და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ინიციატივით იმართება, 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს, ფინალური მატჩებით დაგვირგვინდება.

ტურნირში რვა ქვეყნის 1995 წელს დაბადებულთა ასაკობრივი ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. ესენი არიან: საქართველო, ბელარუსი, ბელგია, ლატვია, რუსეთი, ლიტვა, უკრაინა და ფინეთი.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, ბელარუსის, ბელგიისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად. ტურნირს მინსკის
დახურული სპორტული მანეჟი უმასპინძლებს.

პირველი მატჩები 22 იანვარს გაიმართება და ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ გუნდს მასპინძელთა ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება. სწორედ, ეს იქნება დღის ცენტრალური შეხვედრა. ამავე დღეს გაიმართება ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალიც.

23 იანვარს, საქართველოს ნაკრები ბელგიასთან გაარკვევს ურთიერთობას; 25 იანვარს - ლატვიასთან. 27 იანვარს კი, ფინალური მატჩები გაიმართება. ტურნირის ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები შეხვდებიან.

მინსკში გამგზავრებამდე, ვასილ მაისურაძე ფეხბურთელებს თბილისში გაატარებს მცირეხნიან საწვრთნელ შეკრებას. 17-წლამდელთა ნაკრების მზადებისა და მინსკის ტურნირის შესახებ ინფორმაციას მუდმივად გაეცნობით სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული