ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ თავი მოუყარა 23-კაციან, გაფართოებულ შემადგენლობას:
ნიკოლოზ შერმადინი, გიორგი აბურჯანია, ბექა მელიქიძე, ალეკო ადამია ("მეტალურგი", რუსთავი), დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, გიორგი გაბაძე, გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, დავით დარციმელია, ნიკოლოზ ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, თორნიკე მაჭავარიანი, ივანე წილოსანი ("დინამო" თბილისი), ალეკო ჩაკვეტაძე ("ოლიმპი" თბილისი), სოსო მალანია ("სასკო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), ნიკა მოდებაძე ("ობოლონი", უკრაინა), ნიკა ჩეიძე
17-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ვარჯიშებსა და ურთიერთშეხვედრებში დააკვირდება.
ნაკრები დღეში ორჯერადად ივარჯიშებს. დღის პირველ ნახევარში, გუნდი "დინამო არენაზე" ფიზიკურად დაიტვირთება; საღამოობით კი, მაისურაძე ვარჯიშებს მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" გამართავს.
17-წლამდელები ბელორუსში 19 იანვარს გაემგზავრებიან. 22 იანვრიდან კი, ტურნირში ჩაებმებიან. შეგახსენებთ, რომ ეს საერთაშორისო ტურნირია და უკვე მერვედ ტარდება. ქართველ 17-წლამდელებთან ერთად, შეჯიბრებაში მონაწილეობენ ბელორუსის, ბელგიის, ლატვიის, ლიტვის, რუსეთის, უკრაინისა და ფინეთის ასაკობრივი ნაკრებები.
gff.ge