უეფა: ათამაშეთ და ამსაჯეთ გოგო-ბიჭები

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედრაცია და უეფა, ალბათ, მიაღწევენ შეთანხმებას და გაზაფხულზე თბილისში ერთდროულად ორი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება 16-წლამდელ ვაჟთა და 17-წლამდელ გოგონათა შორის.

ეს ჯერჯერობით შეთავაზებაა უეფას მხრიდან. საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - თუ ტურნირი ჩატარდება, მასში ამ ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ამ შემოთავაზებით უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენმა ყმაწვილებმა საერთაშორისო დონეზე მოსინჯონ ძალა. ცხადია, ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა.

ტურნირის ორგანიზება ფეხბურთის ფედერაციამ უნდა იტვირთოს, ანუ უსაფრთხოებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებლობა მან უნდა დაიკისროს.

უეფას შემოთავაზებაში
ნათქვამია, რომ ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია ორი, ინგლისურად მოლაპარაკე ახალაგაზრდა ქალ-ვაჟი მსაჯი მიავლინოს ამ ტურნირებზე, ისეთები, რომელთაც ჯერ არ აქვთ ფიფას კატეგორია.

მოკლედ, საინტერესო ღონისძიება უნდა გამოვიდეს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ორივე ტურნირი ერთდროულად, 14-22 აპრილს გაიმართება თბილისში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული