17-წლამდელები მინსკში უმაღლესი დონის საფარზე ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უკვე მინსკშია, სადაც იქაური საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ჩვენები სასტუმრო "სპუტნიკში" დაბინავდნენ.

ვასილ მაისურაძემ გუნდი იმ სპორტულ მანეჟში ავარჯიშა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ტურნირის მასპინძელი იქნება. დარბაზიცა და ხელოვნური საფარიც უმაღლესი დონისაა.

საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მოთელვის შემდეგ მაისურაძემ ფეხბურთელები ბურთთან კარგა ხანს ამუშავა და ვარჯიში რამდენიმე კომბინაციის დამუშავებით დაასრულა.

პირველი მატჩი, რომელსაც ხვალ საქართველოს ნაკრები ბელარუსთან გამართავს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

ჩვენი გუნდის შემადგენლობასაც შეგახსენებთ:

მეკარეები: ნიკოლოზ შერმადინი,
ალექსანდრე ადამია (ორივე - "მეტალურგი", რუსთავი);
მცველები: გიორგი გაბაძე, გიორგი გოროზია, ნიკოლოზ ჭანტურია (სამივე -"ლოკომოტივი", თბილისი), გიგა სამხარაძე ("დინამო" თბილისი);
ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, არჩილ მესხი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, თორნიკე მაჭავარიანი (ყველა - "დინამო" თბილისი), ბექა მელიქიძე ("მეტალურგი", რუსთავი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი);
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალექსანდრე მზევაშვილი, დავით დარციმელია (სამივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ივანე წილოსანი ("დინამო" თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული