საქართველოს 17-წლამდელებმა ბელგიელი თანატოლები 4:2 დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირის წარმატებით დაწყების შემდეგ, სადაც ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ბელორუსის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, მორიგ მეტოქესთან, ბელგიის ნაკრებთან 4:2 გაიმარჯვა.

პირველ შეხვედრაში ბელგიელმა 17-წლამდელებმა ლატვიელი თანატოლები 4:0 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ჯგუფების პირველადგილოსნები აგრძელებენ, რომლებიც ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პირველი ადგილისთვის A ჯგუფში ბელგიასთან, ლატვიასთან და ბელორუსთან იბრძვის.

ამჟამად მაისურაძის შეგირდები ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს ჩვენებურები 25 იანვარს თბილისის დროით 16:40 საათზე ლატვიასთან გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დროა ვასილ მაისურაძემ უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოს ძალები.ძალიან ძლიერი მწვრთნელია,სადაც იმუშავა ყველგან წარმატებას მიაღწია.
malxazi
22:21 23-01-2012
0
გენაცვალეტ ბიჭებო ფინალში რუსეთი დასვით ბეჭებზე!!!!!!!!!!!!!!
VENDETA
21:52 23-01-2012
0

სიახლეები პოპულარული