ვასილ მაისურაძემ მოკლედ შეაჯამა განვლილი ტურნირი და გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
"საერთო ჯამში, გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. რვა გუნდში მეორე ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, ფინალში უკრაინასთან მარცხი ყველასათვის გულდასაწყვეტი იყო, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ფინალში ჩვენმა გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშა.
ფაქტია, რომ უკრაინას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. ეს გუნდი თბილისში ელიტრაუნდის სათამაშოდ მარტში ჩამოვა და კარგია, რომ მათთან თამაშის გამოცდილება
ახლა, მთავარია, შეცდომები გავაანალიზოთ და ხარვეზების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ. ელიტრაუნდისთვის ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ - ფიზიკურად, ტაქტიკურად თუ ფსიქოლოგიურად. ამ ამხრივ, მინსკის ტურნირმაც დიდი სამსახური გაგვიწია. გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება, თუმცა, არაა გამორიცხული, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ" - განაცხადა მაისურაძემ.
თებერვალში ნაკრების შეკრება არ იგეგმება და ფეხბურთელები თავის კლუბებში მოემზადებიან. მარტში, ელიტრაუნდამდე 17-წლამდელებს კიდევ ერთი გასვლა ექნებათ და ლუქსემბურგს ეწვევიან, სადაც მასპინძელთა ასაკობრივ ნაკრებთან 12 და 15 მარტს ორ ტესტ-მატჩს ითამაშებენ. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, დასკვნით საწვრთნელ შეკრებაზე გადავლენ.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტიდან, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისი 17-წლამდელთა ნაკრების ელიტრაუნდის მატჩების მასპინძელი იქნება. ჩვენს დედაქალაქს ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები ეწვევიან.
gff.ge