როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ალექსანდრე ჩივაძესთან ამ თემაზე მოლაპარაკებები თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"მოხარული ვართ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება 19-წლამდელთა ნაკრებს, მოგეხსენებათ, რომ მისი მთავარი მწვრთნელი იყო კობა ჟორჟიკაშვილი. დღეისთვის ჟორჟიკაშვილი წარმატებით მუშაობს რუსთავის "ოლიმპში". ეს ადგილი თავისუფალი იყო და ამ თანამდებობაზე დაინიშნა კახა კაჭარავა, ხოლო 17-წლიანებში, ბოლო თამაშში ცუდი შედეგის გამო, გელა შეყილაძესთან ხელშეკრულება შეწყდა და
ალექსანდრე ჩივაძე კი აცხადებს, რომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა მისთვის ახალი გამოწვევაა და აღნიშნული გადაწყვეტილება სიამოვნებით მიიღო.
"ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულმა ნაკრებმა უნდა მიიღოს შევსება, ამიტომ უზარზამარი სამუშაო და სელექცია იქნება ჩასატარებელი, რათა არც ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ გამოგვრჩეს მხედველობიდან", - აღნიშნა ალექსანდრე ჩივაძემ.
სამწვრთნელო შტაბში მას დაეხმარებიან ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი და დავით გვარამაძე.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ალექსანდრე ჩივაძემ სოსო ჭედია შეცვალა. რაც შეეხება სოსო ჭედიას, ის ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტობას გააგრძელებს.
interpressnews.ge