17-წლამდელები "სიკვდილის ჯგუფს" ესპანელებთან მატჩით დაიწყებენ

AutoSharing Option
მარტის ბოლო რიცხვებში თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართება.

2011 წლის მიწურულს გამართულმა წილისყრამ საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში" მოახვედრა, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა არგუნა.

ჩვენი 17-წლამდელების სამწვრთნელო შტაბი უეფასგან კალენდრის მოლოდინში იყო და შეხვედრების განრიგიც დადგინდა. ვასილ მაისურაძის გუნდი ელიტრაუნდს ფავორიტ ესპანეთთან მატჩით დაიწყებს, ინგლისით გააგრძელებს და უკრაინით დაასრულებს.

ჩვენი ჯგუფის სრული განრიგი კი ასეთია:

26 მარტი

მ. მესხი
საქართველო-ესპანეთი
ეროვნული
ინგლისი-უკრაინა

28 მარტი
მ. მესხი
საქართველო-ინგლისი
ეროვნული
ესპანეთი-უკრაინა

31 მარტი
მ. მესხი
საქართველო-უკრაინა

ეროვნული
ესპანეთი-ინგლისი

შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

როგორც კალენდრიდან ხედავთ, საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის სამივე მატჩს "მიხეილ მესხზე" ჩაატარებს. ეს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც მიიჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელები კომპაქტურ, წმინდა საფეხბურთო არენაზე უფრო თავისუფლად ითამაშებენ.

ელიტრაუნდისთვის მზადება კი დასკვნით ფაზაში შედის. 12 და 15 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგში იქაურ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს და იმ დროისთვის სამწვრთნელო შტაბს, ალბათ, უკვე შერჩეული ექნება ის 18-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც ელიტრაუნდში დაეყრდნობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული