U17: ნოდარ აკობია საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნული ნოდარ აკობია მოვალეობის შესრულებას 15 თებერვლიდან შეუდგება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ათდღიანი შეკრება დაიწყება ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე.

შეგახსენებთ, აკობია სათავეში 1996 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს ჩაუდგა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შემოდგომიდან ჩაერთვება.

მწვრთნელს ზუგდიდში 23 ფეხბურთელი მიჰყავს: გიორგი ქურდაძე, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ხორხელი, ანრი არველაძე, თენგო მაკასარაშვილი (ყველა - "საბურთალო"), თორნიკე ტურავა, ჯემალ ტაბიძე, ზურაბ მალანია, ბაკურ გაბედავა, გიორგი თევზაძე, თენგიზ გოროზია, ნიკა ლაშხია (ყველა - "ბაია"), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო"),
გიორგი ბაღდავაძე ("ბათუმი"), ზურაბ ჯაფიაშვილი ("დინამო", თბილისი), გიორგი ბუნტური (სტუ), ილია კერძევაძე, გიორგი ბერიძე (ორივე - "ოლიმპი"), ცოტნე მესხი, ლუკა ზარანდია (ორივე - 35-ე სკოლა), ზურაბ სეხნიაშვილი, ლაშა წიფლაშვილი (ორივე - "თელავი"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია).

მალე აკობიას გუნდს ორი ტურნირი ელის. ქართველი 17-წლამდელები ძალებს ჯერ აპრილში, თბილისში გასამართ ოთხთა ტურნირზე მოსინჯავენ - ჩვენ გარდა სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ, 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით კი ყაზახეთში "პრეზიდენტის თასის" გათამაშება გაიმართება, სადაც ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები აზერბაიჯანი, ირანი და ჩინეთი იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული