საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი დევდარიანმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში საგანგებო, ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად, სიტყვასიტყვით გთავაზობთ:
"ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემს ძალებს აღემატება.
ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა საკუთარი ნებით დავტოვო. "ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს"... ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები.
მაისში, ელიტრაუნდზე მე
ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და მათ გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ. მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში. დიდი მადლობა" - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.
gff.ge
იმედი მაქვს ქართველი ახალგაზრდები ღირსეულად წარმოაჩენენ თავს ელიტრაუნდზე. გული დამწყდა, რომ ახალგაზრდულის მწვრთნელი აღარაა, მაგრამ აშკარად სწორი გადაწყვეტილებაა. სჯობს ერთი საქმე აკეთო ხარისხიანად, ვიდრე ორი ძალისძალაობით.
წარმატებები გიორგის და დინამოს!