ბუნებრივია, პირველად ვიფიქრეთ, რომ ეს იქნებოდა კახა კაჭარავა, რომელსაც 19-წლამდელთა შემდეგი თაობა ფეხბურთის ფედერაციამ ახლახან ჩააბარა.
"გიორგი გადადგა? ვინ გითხრათ, ჭორი ხომ არ არის? ახლა "დინამოს" დუბლების მატჩს ვესწრები და ჩემთვის არათუ ნაკრების გაწვრთნა და მისი შეცვლა არ შემოუთავაზებიათ, ეს ამბავი თქვენგან შევიტყვე.
მოულოდნელი და მართლა საწყენი ამბავია. გიორგი თავის საქმეს მშვენივრად უძვებოდა", - გვითხრა კაჭარავამ.
ფაქტია, რომ დევდარიანის სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ძალიან
მთავარია, 19-წლამდელებში დევდარიანის შემცვლელმა მისი სულისკვეთება შეინარჩუნონ და არ დაიწყოს ექსპერიმენტები.
სამწუხაროდ, ეს ყველაზე წარმატებულ გუნდშიც კი ახალ მწვრთნელებს ახასიათებთ. უკვე გამზადებულ გუნდში ეს ნაბიჯი გაუმართლებელი შეცდომა იქნებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"