სანამ ჩვენი 19-წლამდელების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას შევიტყობდეთ, მანამდე საქართველოს ნაკრების ჯგუფის განრიგს გადავხედოთ:
25 მაისი
ბოსნია-საქართველო
ხორვატია-ავსტრია
27 მაისი
საქართველო-ხორვატია
ბოსნია-ავსტრია
30 მაისი
ავსტრია-საქართველო
ხორვატია-ბოსნია
მოგვიანებით დადგინდება შეხვედრათა გამართვის ქალაქები და მატჩების მომსახურე მსაჯები.
შეგახსენებთ, ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია მასპინძლობს, ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც 3-დან 15 ივლისამდე ესტონეთში გაიმართება, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.
რა თქმა უნდა, ელიტრაუნდში სუსტი მეტოქეები არ არსებობენ, მაგრამ სხვა ჯგუფების შემადგენლობას
იმედია, ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი დევდარიანს არანაკლებ კვალიფიციური მწვრთნელი შეცვლის და ჩვენი 19-წლამდელები ელიტრაუნდისთვის სრულყოფილად მოემზადებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"