25 მარტს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში იმ ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა იქნებიან.
ვასილ მაისურაძის გუნდმა დასკვნითი შეკრება დაიწყო. როგორც იცით, 13 და 15 მარტს ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში მასპინძელთა ნაკრებთან საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს, რაც საელიტრაუნდოდ გენერალური რეპეტიცია იქნება.
საქართველოს ნაკრები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბინავდა. სამწვრთნელო შტაბმა 23 ფეხბურთელს უხმო და სწორედ აქედან აარჩევს იმ 18 მოთამაშეს, რომლებსაც ელიტრაუნდის განაცხადში შეიყვანს:
ნიკოლოზ შერმადინი, დავით ჯიქია, ალექსანდრე მზევაშვილი, გიორგი გაბაძე, გიორგი
გოროზია, მათე ცინცაძე, დავით დარციმელია, ნიკოლოზ ჭანტურია, ამირან გუგუშვილი (ყველა - ლოკომოტივი, თბილისი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, თორნიკე მაჭავარიანი, ივანე წილოსანი, ალექსანდრე გურეშიძე (ყველა – დინამო, თბილისი), ბექა მელიქიძე, ალექსანდრე ადამია, გიორგი აბურჯანია, ლაშა დვალი (ყველა - ოლიმპი, თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი, თორნიკე ტურავა (ორივე - ბაია, ზუგდიდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"