19-წლამდელთა ნაკრებს ოთარ კორღალიძე უთავკაცებს

AutoSharing Option
6 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ოთარ კორღალიძე დაინიშნა, რომელიც ასაკობრივ ნაკრებს მაისში გასამართი ელიტ-რაუნდისთვის მოამზადებს და გუნდს ხორვატიაში წაიყვანს.

ოთარ კორღალიძე წარსულში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელია. რაც შეეხება მის ბიოგრაფიულ მონაცემებს, U19-ის ახალი დამრიგებელი 1959 წლის 2 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1977 წლიდან, როგორც ფეხბურთელი, ის სხვადასხვა ქართული და უცხოური კლუბის ღირსებას იცავდა:

1977-79 წწ - "გურია" ლანჩხუთი

1979-18 წწ - "დინამო" თბილისი

1982-87 წწ - "ტორპედო" ქუთაისი

1987-89 წწ - "დინამო" თბილისი

1989–93 წწ -
"გურია" ლანჩხუთი

1993-95 წწ - "კაზინო" ზალცბურგი, ავსტრია

1995-96 წწ - "ფლორა" ტალინი, ესტონეთი

ოთარ კორღალიძემ სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს დაიწყო და აქედან დაწყებული, 2010 წლის ჩათვლით, ათამდე სხვადასხვა გუნდში მუშაობდა:

1997-99 წწ - "არსენალი" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

1999-2000 წწ - "დინამო" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2000-01 წწ - "ფლორა" ტალინი (ასისტენტი)

2001-02 წწ - "ლოკომოტივი" თბილისი (ასისტენტი)

2002-04 წწ - "დინამო 2" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2003-04 წწ - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2005-06 წწ - "კახეთი" თელავი (მთავარი მწვრთნელი)

2006-08 წწ - "ზოოვეტი" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2008-09 წწ - "სიონი" ბოლნისი (მთავარი მწვრთნელი)

2009-10 წწ - "ოლიმპი" რუსთავი (მთავარი მწვრთნელი)

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ოეეეეეეეეეე კობა რა გინდა ჯერ არ დანიშნულა და აკრიტიკებ, შენ მიდი იქნებ მიაღწიო რამეს. რა იცით ეს ჯერ არ დანიშნულა და კრიტიკა აცალეთ რა.
levani
16:52 07-03-2012
0
ოთარ გილოცავ წარმატებებს გისურვებ ცჰვენ გვჯერა რომ შენი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები კარგ შედეგებს მიაღწევს. გამარჯვებებს გისურვებ.
გიორგი
16:49 07-03-2012
0

სიახლეები პოპულარული