19-წლამდელთა ნაკრებს ოთარ კორღალიძე უთავკაცებს

AutoSharing Option
6 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ოთარ კორღალიძე დაინიშნა, რომელიც ასაკობრივ ნაკრებს მაისში გასამართი ელიტ-რაუნდისთვის მოამზადებს და გუნდს ხორვატიაში წაიყვანს.

ოთარ კორღალიძე წარსულში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელია. რაც შეეხება მის ბიოგრაფიულ მონაცემებს, U19-ის ახალი დამრიგებელი 1959 წლის 2 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1977 წლიდან, როგორც ფეხბურთელი, ის სხვადასხვა ქართული და უცხოური კლუბის ღირსებას იცავდა:

1977-79 წწ - "გურია" ლანჩხუთი

1979-18 წწ - "დინამო" თბილისი

1982-87 წწ - "ტორპედო" ქუთაისი

1987-89 წწ - "დინამო" თბილისი

1989–93 წწ -
"გურია" ლანჩხუთი

1993-95 წწ - "კაზინო" ზალცბურგი, ავსტრია

1995-96 წწ - "ფლორა" ტალინი, ესტონეთი

ოთარ კორღალიძემ სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს დაიწყო და აქედან დაწყებული, 2010 წლის ჩათვლით, ათამდე სხვადასხვა გუნდში მუშაობდა:

1997-99 წწ - "არსენალი" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

1999-2000 წწ - "დინამო" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2000-01 წწ - "ფლორა" ტალინი (ასისტენტი)

2001-02 წწ - "ლოკომოტივი" თბილისი (ასისტენტი)

2002-04 წწ - "დინამო 2" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2003-04 წწ - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2005-06 წწ - "კახეთი" თელავი (მთავარი მწვრთნელი)

2006-08 წწ - "ზოოვეტი" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2008-09 წწ - "სიონი" ბოლნისი (მთავარი მწვრთნელი)

2009-10 წწ - "ოლიმპი" რუსთავი (მთავარი მწვრთნელი)

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
კორღალიძის დანიშნვნა არის უდიდესი შეცდომა, სანამ ამ გუნდის ნიუანსებს გაიგებს, ელიტ რაუნდიც მორჩება, გია ცეცაძე კი ცქიფოს თანამოაზრეა, წლებია ერთად მოდიან, ამ ბიჭებს კი ყველას ზედმიწევნით იცნობს, კორღალიძე კი სხვა ფილოსოფიის და კონცეფციის მატარებელია და სანამ მის თარგზე მოაწყობს გუნდს ელიტ რაუნდიც მოვა!!!
კობა
18:38 06-03-2012
0
დევდარიანის ხელში ამ ბიჭებს სასათბურე პირობები ქონდათ და შედეგისთვის რომ არ მიეღწიათ გასაკვირი ის იქნებოდა.დროა დამოუკიდებლად გააგრძელონ კარიერა და თუ ძლიერები არიან, ნებისმიერ მწვრთნელთან დაამტკიცონ.
malxazi
20:00 06-03-2012
0

სიახლეები პოპულარული